საიუბილეო წვეულებაზე მიწვეულები იყვნენ შორენას ოჯახის წევრები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ირაკლის და შორენას მეგობრები. მათ შორის - ბუკა მანაგაძე, მაკა ზამბახიძე, ლელა წურწუმია, მამულიჩა და სხვები.
მომღერლებმა მსახიობს დაბადების დღის აღსანიშნავად უმღერეს.
შორენას და მის ქალიშვილს ევას, წვეულებაზე თეთრი კაბები ეცვათ.
გვიან ღამით, შორენას საყვარელმა მამაკაცმა მოუწყო გრანდიოზული ფეირვერკი, რომელიც ბეგაშვილისთვის მოულოდნელი იყო.
ფეიერვერკის შემდეგ, დაბადების
როგორც ჩანს, წყვილი თავის ურთიერთობას საერთოდ აღარ მალავს, უფრო მეტიც, "რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, მათთან ერთად ცხოვრობს შორენას უმშვენიერესი ქალიშვილი ევა ბარბაქაძეც.
წყვილის მეგობრების ცნობით, შორენა და ირაკლი ქორწინების შესახებ ოფიციალურ განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ. ირაკლი ნანაძემ უცხოელ იუველირს საყვარელი ქალისთვის დაამზადებინა უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ხელს მალე დაამშვენებს.
"რეიტინგი" შეეცადა შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებას და ქორწილის დეტალების გარკვევას, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.