05 ივლისი, 2018
ბიჭოლას დაბადების დღე რუსულად მიულოცეს - დიზაინერი 30 წლის გახდა
დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე ბევრ ადამიანს შესაძლოა საქართველოში აღარც ახსოვდეს. ის ერთ დროს საკმაოდ პოპულარული იყო უკრაინაში, სადაც გზის გაკვლევაში კახი კალაძის და ანუკი არეშიძის სახელი დაეხმარა. 

ბიჭოლა და ანუკი ერთად ქმნიდნენ სამოსს და უკრაინულ ბაზარზე დიდი წარმატებაც ჰქოდნათ. თუმცა, მოგვიანებით მათი გზები გაიყო და ბიჭოლა აღარც უკრაინულ ბაზარზე მუშაობს და საქართველოში საერთოდ არაფერს არ ქმნის. 

ამბობენ, რომ "ანოუკი ბიჭოლას" ბრენდის დაშლის მიზეზი კონფლიქტი გახდა, თუმცა, ოფიციალურად ამაზე არავინ საუბრობს. 


მას შემდეგ ბიჭოლა ბევრს მოგზაურობს და
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწევს ცხოვრება. 



ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს, ამიტომ იმის გარკვევა, რას აკეთებს ახლა საზღვარგარეთ ვერ მოვახერხეთ. აშკარაა, რომ ის თავს წარმატებულად გრძნობს. 

დიზაინერს გუშინ 30 წელი შეუსრულდა, ბიჭოლამ დაბადების დღე საქართველოში გადაიხადა, სადაც ცნობილი მეგობრები შეკრიბა. 

სტუმრებს შორის იყვნენ ნანკა კალატოზიშვილი, მამულიჩა და სხვები. 

უცნაურია, მაგრამ ბიჭოლას დაბადების დღის სტუმრებმა სადღესასწაულო ტორტის ჩაქრობამდე რუსულად დაითვალეს და ასე მიულოცეს დიზაინერს და მეგობარს დაბადების დღე. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
სარა
გვარი შეიცვალე რა
17:20 / 07-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ჰჰ
დაქალებულა „ბიჭი“, სერიოზული ასაკია 30 წელი
19:57 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
Z.LO
ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა დ:
10:11 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
Gruzin
30 წლის? ე.ი. კაცოლა გამხდარა.
00:14 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS