ბიჭოლა და ანუკი ერთად ქმნიდნენ სამოსს და უკრაინულ ბაზარზე დიდი წარმატებაც ჰქოდნათ. თუმცა, მოგვიანებით მათი გზები გაიყო და ბიჭოლა აღარც უკრაინულ ბაზარზე მუშაობს და საქართველოში საერთოდ არაფერს არ ქმნის.
ამბობენ, რომ "ანოუკი ბიჭოლას" ბრენდის დაშლის მიზეზი კონფლიქტი გახდა, თუმცა, ოფიციალურად ამაზე არავინ საუბრობს.
მას შემდეგ ბიჭოლა ბევრს მოგზაურობს და
ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს, ამიტომ იმის გარკვევა, რას აკეთებს ახლა საზღვარგარეთ ვერ მოვახერხეთ. აშკარაა, რომ ის თავს წარმატებულად გრძნობს.
დიზაინერს გუშინ 30 წელი შეუსრულდა, ბიჭოლამ დაბადების დღე საქართველოში გადაიხადა, სადაც ცნობილი მეგობრები შეკრიბა.
სტუმრებს შორის იყვნენ ნანკა კალატოზიშვილი, მამულიჩა და სხვები.
უცნაურია, მაგრამ ბიჭოლას დაბადების დღის სტუმრებმა სადღესასწაულო ტორტის ჩაქრობამდე რუსულად დაითვალეს და ასე მიულოცეს დიზაინერს და მეგობარს დაბადების დღე.