05 ივლისი, 2018
ლიზა ყენია დასასვენებლად დედასთან და შეყვარებულთან ერთად გაემგზავრა (ფოტოები)
მომღერალი ლიზა ყენია დიდი ხანია პოპულარობით დედას უსწრებს. მაია ჯაბუას ქალიშვილი პრესასთან არ კონტაქტობს, მაგრამ აშკარაა, რომ მის შესახებ თითქმის ყოველდღე წერენ. 

პრესას აინტერესებს ყველაფერი, რასაც ლიზა აკეთებს. ლიზა უკვე დიდი ხანია შეყვარებულია, მისი რჩეული გიორგი ბრაგვაძე გახლავთ. 

აშკარაა რომ, წყვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ისინი ყველგან ერთად დადიან და გრძნობების საჯაროდ გამოხატვასაც არ ერიდებიან. 

Rating

როგორც ჩანს, ქალიშვილის არჩევანი მოსწონს მაია ჯაბუასაც. ლიზამ დღეს დილით, სოც-ქსელში დადო ფოტოები, რომლებიც ბათუმისკენ მიმავალ გზაზე არის გადაღებული. მაია ჯაბუა
შვილთან და ლიზას შეყვარებულთან ერთად პოზირებს. 

"ტრიო ღანძილი", - ასე დაასათაურა ლიზამ ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

გვიან ღამით მომღერალმა ინსტაგრამზე შეყვარებულთან მიმოწერა გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ჩემოდანი მას შეყვარებულმა ჩაულაგა. 

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
bebe
რა იყო ახლა ეს ენის გამოყოფა?ფუ და ფუი..
13:56 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS