აჩიკო წარსულში იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე გახლდათ ჟურნალისტი ნინი ბუკია, რომელიც ერთ დროს საქართველოში ძალიან პოპულარული რადიო წამყვანი იყო, თუმცა, მოგვიანებით მედიიდან პიარში გადაინაცვლა და ახლა "საქართველოს ბანკში" მუშაობს.
ნინი ბუკიას და აჩიკო გულედანს ორი შვილი ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ, თბილისში აჩიკო გულედანის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ. ჭორების მიხედვით, მისი რჩეული ახალგაზრდა მომღერალი გვანცა ჯაფარიძე არის. ამბობენ, რომ წყვილს ნიშნობაც კი ჰქონდა, თუმცა,
აშკარაა, რომ თავიანთ ურთიერთობას არც აჩიკო და გვანცა მალავენ. ისინი ყველგან ერთად დადიან და სოქ-ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აზიარებენ.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „რეიტინგი“ გვანცა ჯაფარიძეს დაუკავშირდა. თუმცა, მან ინტერვიუსგან თავი შეიკავა და თემაზე კომენტარი არ გააკეთა.
გვანცა ჯაფარიძე ხალხმა პროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო. წარსულში ის მოდელიც იყო, თუმცა, სიმღერის სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა.