02 ივლისი, 2018
ბექჰემების ყოფილი სარძლო თიკა ფაცაციას ვაჟს გაუმიჯნურდა (ფოტო)
თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი ანდრო ანთელიძე ინსტაგრამზე ახალი თაობის ვარსკვლავთან, ქლოე მორეცთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ანდროსა და ქლოეს ფოტო პარიზში აქვთ გადაღებული, თუმცა, უფრო კონკრეტულად სად შედგა მათი შეხვედრა უცნობია. "Casual basis" - წერს ფოტოს აღწერისას ანდრო.

"ამას მიმალავდი ანდრო?", "ბრუკლინს დაშორდა უკვე?" - წერენ ანდროს კომენტარებში მეგობრები. თავად მომღერლის ვაჟი კი, მათ იუმორით პასუხობს, რომ ქლოე ბრუკლინს უკვე დაშორდა და ანდროსია. "პარიზი სიყვარულის ქალაქი ტყუილად არაა", - წერს ანდრო.
Rating

ქლოე მორეცი ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსი ვაჟის ბრუკლინის შეყვარებულია. ის ცნობილი მოდელია. სულ ცოტა ხნის წინ, პრესაში ბრუკლინ ბექჰემის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის სულ სხვა გოგონას, კერძოდ კანადელ მოდელს ლექსი ვუდის კოცნიდა. წყვილი ტატუს სალონში შენიშნეს.

Rating

აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, ქლოე მორეცი და ბრუკლინ ბექჰემი ერთად არსად შეუნიშნავთ. ვინ იცის, ანდრო ანთელიძის ხუმრობა იქნებ გამართლდეს და თიკა ფაცაციას რძალი ბექჰემების ყოფილი სარძლო გახდეს. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS