პოპულარობას თან სდევს უამრავი ჭორმართალი და საზოგადოების გადაჭარბებული ყურადღება, ამ მხრივ გამონაკლისი არც სოფო და კოსტა არიან.
თბილისში გავრცელდა ჭორები, რომ ახალბედა მომღერლები შეყვარებულები არიან.
მათ ხშირად ხედავენ ერთად და როგორც ამბობენ, მათი სიყვარულის შესახებ სოფოს და კოსტას ახლობლებმაც იციან.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, "რეიტინგი" კოსტა კარანაძეს დაუკავშირდა.
- კოსტა, ამბობენ რომ თქვენ და სოფო შეყვარებულები ხართ, მართალია?
- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომ ამ თემაზე არაფერს ვიტყვი. მიმაჩნია, რომ პირადზე არ უნდა ვსაუბრობდეთ.