ქეთა თბილისში ტრადიციულად ყოველ ზაფხულს ჩამოდის და პატარა ოლივიაც აქ ისვენებს. ის წყნეთში ბებიასთან ერთად არის.
ქეთამ ქალიშვილი საქართველოში პირველად გასულ წელს ჩამოიყვანა და დაბადების დღეც აქ გადაუხადა. წყნეთიდან დედა-შვილი ჩაქვში გაემგზავრა დასასვენებლად, სადაც მოგვიანებით მამიკო ლევ გეიხმანიც შეუერთდათ.
ქეთას ინსტაგრამიდან კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი, საქართველოში, კერძოდ კი წყნეთში მას მალე საკუთარი სახლი ექნება.
სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის მალე დასრულდება.