26 ივნისი, 2018
როგორ სახლს იშენებს წყნეთში ქეთა თოფურია
მომღერალი ქეთა თოფურია საქართველოშია. ამის შესახებ მისი ინსტაგრამის გვერდიდან გახდა ცნობილი.

ქეთა თბილისში ტრადიციულად ყოველ ზაფხულს ჩამოდის და პატარა ოლივიაც აქ ისვენებს. ის წყნეთში ბებიასთან ერთად არის.



ქეთამ ქალიშვილი საქართველოში პირველად გასულ წელს ჩამოიყვანა და დაბადების დღეც აქ გადაუხადა. წყნეთიდან დედა-შვილი ჩაქვში გაემგზავრა დასასვენებლად, სადაც მოგვიანებით მამიკო ლევ გეიხმანიც შეუერთდათ.

ქეთას ინსტაგრამიდან კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი, საქართველოში, კერძოდ კი წყნეთში მას მალე საკუთარი სახლი ექნება.

სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის მალე დასრულდება. 

Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS