ბუნებრივია, ეს გამარჯვება დამსახურებული იყო, თუმცა, მაყურებლის აღშფოთება ფინალზე საბა კემულარიასთვის საჩუქრის გარეშე დატოვებამ გამოიწვია.
პროექტის ფინალში პრიზები სამ კონკურსანტს გადაეცა, საბას კი არაფერი აჩუქეს.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა ნამდვილი ბუნტი ატეხეს და „მხოლოდ ქართულის“ გვერდზე ათასობით შეტყობინება დატოვეს, სადაც ფინალისტის სამართლიან შეფასებას მოითხოვდნენ.
გავრცელდა ხმები, რომ ამ ფაქტმა თავად საბა კემულარიაც გაანაწყენა. ეს ხმები
ინფორმაციის გადასამოწმებლად, "რეიტინგი" საბას დაუკავშირდა. მან ჭორები უარყო და განაცხადა, რომ "პროფილში" სტუმრობისთვის დრო არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, "მხოლოდ ქართულის" დამთავრების შემდეგ, საბა კემულარიას საჩუქარი "საქართველოს უნივერსიტეტმა" და ნანუკა ჟორჟოლიანმა გადასცეს. 5000-ლარიანი ფულადი პრიზი მომღერალმა 8 წლის ბექა ფიფიას გადასცა, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული.