25 ივნისი, 2018
საბა კემულარია "რუსთავი 2"-ზე ნაწყენია? - რას პასუხობს მომღერალი გავრცელებულ ჭორებს
საბა კემულარია მაყურებელმა "რუსთავი 2"-ის პროექტის "მხოლოდ ქართულის" მეშვეობით გაიცნო. საბა პროექტში თავიდანვე ლიდერად ითვლებოდა, მაგრამ გამარჯვება სოფო ბათილაშვილს ხვდა წილად.

ბუნებრივია, ეს გამარჯვება დამსახურებული იყო, თუმცა, მაყურებლის აღშფოთება ფინალზე საბა კემულარიასთვის საჩუქრის გარეშე დატოვებამ გამოიწვია.

პროექტის ფინალში პრიზები სამ კონკურსანტს გადაეცა, საბას კი არაფერი აჩუქეს.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა ნამდვილი ბუნტი ატეხეს და „მხოლოდ ქართულის“ გვერდზე ათასობით შეტყობინება დატოვეს, სადაც ფინალისტის სამართლიან შეფასებას მოითხოვდნენ.


გავრცელდა ხმები, რომ ამ ფაქტმა თავად საბა კემულარიაც გაანაწყენა. ეს ხმები
კი გადაცემა "პროფილმა" გაამყარა, რომელსაც გასულ კვირას "მხოლოდ ქართულის" ყველა ფინალისტი სტუმრობდა საბა კემულარიას გარდა.




ინფორმაციის გადასამოწმებლად, "რეიტინგი" საბას დაუკავშირდა. მან ჭორები უარყო და განაცხადა, რომ "პროფილში" სტუმრობისთვის დრო არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, "მხოლოდ ქართულის" დამთავრების შემდეგ, საბა კემულარიას საჩუქარი "საქართველოს უნივერსიტეტმა" და ნანუკა ჟორჟოლიანმა გადასცეს. 5000-ლარიანი ფულადი პრიზი მომღერალმა 8 წლის ბექა ფიფიას გადასცა, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლალი
მაგარი გოთვერანია გაბუნია და იმიტომ... შურდა საბასი ხალხს ასე რომ შეუყვარდა..
16:57 / 04-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ფინალამდე ორი ტურით ადრე გაბუნიამ დაუფარავად გამოხატა რ2-ის დამოკიდებულება ამ კონკურსანტის მიმართ!!!!მატყუარა უწოდა და შეფასების ბოლოს გააჟღერა ამის მიზეზი: ქართული ოცნების დროშა გაქვს შენს ფეისბუკგვწედზე გაზიარებულიო!!!!! ამის შემდეგ რომელ ობიექტურებაზე შეიძლება ლაპარაკი!!!!!ასეთი მიდგომა რ2-ის სტილია!!!!
15:23 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანას
შენც კარგი ტიპი ხარ რა,ვერ მიხვდი რატომაც?ნაცი რომ არ არის იმიტომ.ამას რა დიდი მიხვედრა უნდოდა.
15:16 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
nana
საბა იყო მაყურებლის რჩეული, პირველ ადგილზე ტუ ვერ გავიდოდა ის არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი რამდენაც ის რომ საერთოდ უყურადღებოD დატოვეს,ამით უყრადღებოდ დატოცეს ის მრავალათასიანი მაყურებელიც, რომლების საბას უჭერდენ მხარს და უმესუჯებდენ . ეს არ იყო სწორი საბა ღირსეულად მოიქცა როცა ეს თანხა სხვას გადასცა,რომელსაც დზაან სჭირდებოდა თანხა. თანხა კი არაა მთავარი ყურადღებაა რატომ მოინდომა რუსთავი 2 -მა საბას დაჩაგვრა??????
16:24 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ინგა
უსაჩუქროდ არცერთი ფინალს მიღწეული მონწილე არ უნდა დარჩეს,ეტყობა,რომ პატიოსანი ადამიანია,,,,
00:18 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS