25 ივნისი, 2018
სოფო ბედიას და მიშა მესხს ნანატრი შვილი ეყოლებათ
მომღერალი სოფო ბედია ორსულად არის. ეს ამბავი "რეიტინგმა" დიდი ხნის წინ შეიტყო, მაგრამ მომღერლის თხოვნით აქამდე საიდუმლოდ ტოვებდა.

როგორც ჩანს, სოფო ამ სასიამოვნო ამბის დამალვას აღარ აპირებს, სულ ცოტა ხნის წინ, მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა: "ნიკუშას ძმა ეყოლება".

Rating

გაირკვა, რომ მიშა მესხი და სოფო ბედია ვაჟს ელოდებიან. ეს წყვილის პირველი საერთო შვილი იქნება. სოფო ბედიას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.

რამდენიმე თვის წინ, "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სოფომ განაცხადა, რომ მისი და მიშა მესხის სრულყოფილ
ბედნიერებას შვილი აკლია და 2018 წელს სწორედ შვილის გაჩენა ისურვა.

როგორც ხედავთ, მას ეს სურვილი აუხდება. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS