14 ივნისი, 2018
"ჩემების საფლავიდან ვბრუნდებოდი, ამ დროს გადმოდის კვირიკა მანქანიდან, – მოიცა, მოიცაო… დატოვა პირდაღებული და ამოუყვა აღმართს ფეხით" - რას წერს პროფესორი გიორგი კვირიკაშვილზე
“ამდენი წელი, ამ გაზულუქებულ, ხამ, “უნახავნა რა ნახა” თანამდებობის პირების შემხედვარეს-მომწონდა და პატივს ვცემდი კარგი ოჯახის შვილს, კარგი ოჯახის მამას, კარგ პირველექსპერიმენტულელს, კომაროველს და ჩემს პრემიერს!“, – ამის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თეა შაყულაშვილი სოციალური ქსელის გვერდზე წერს.

“რისთვის ვცემდი პატივს და… ჩემების საფლავიდან ვბრუნდებოდი, შაბათი დღე, გადაჭედილი საბურთალოს სასაფლაოს აღმართის დასაწყისი, გამორბის ვიღაც გაანთვისუფლეთ გზაო და ამ დროს გადმოდის კვირიკა მანქანდან, – მოიცა, მოიცაო… დატოვა პირდაღებული და ამოუყვა აღმართს ფეხით, რომ ჩამომიარა, “ჯიგარი
ხარ”-მეთქი ვუთხარი და უკანა მანქანიდანაც ბიჭმა გადმოყო თავი – “ვა კვირიკო?” (მაშინ ალბათ სულ 2 თვის დანიშნული იყო), შემოგვხედა, ხელი აგვიწია და აუყვა აღმართს…

Rating

ქუჩის კუთხეში, თავისი ხელით ლიკა ქავჟარაძისთვის ნაყიდი თეთრი კალებისთვისაც ვცემ პატივს და იმისთვისაც, პატარა, მეტიჩარა გოგოს რომ ართობდა და ერთობოდა…

ოთხი კარგი შვილისთვის, რომელიც ამ პოლარიზბულ საზოგადოებაში თვალში არავის მოხვედრია. მეუღლისთვის – რომელსაც უსაქმურობისგან, უცებ “მერსედენს ბენცის” მოდის კვირეულის ან “მის საქართველოს” ორგანიზატორად არ მოგგვლენია, გია ჯაჯანიძის შოუში არ დამჯდარა და მუსიკალურ ჟიურიში არ უტკვარცალია.

ადამიანი “წვრილმნებში” ვლინდება და ყველა თანამდებობის “კეთილებიც”, რომელიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ მისი გულისთვის ასი მანქანა უნდა “სადმე შეძვრეს” ან სულაც აორთქლდეს, რომ ხუთასლარიანი გვირგვინი “პადჩინიონიმ” ყველაზე “პერო” მაღაზიაში უნდა შეუკვეთოს და ლოგოც კარგად უნდა ეტყობოდეს…

ხოდა, ამდენი წელი, ამ გაზულუქებულ, ხამ, “უნახავნა რა ნახა” თანამდებობის პირების შემხედვარეს-მომწონდა და პატივს ვცემდი კარგი ოჯახის შვილს, კარგი ოჯახის მამას, კარგ პირველექსპერიმენტულელს, კომაროველს და ჩემს პრემიერს!

წარმატებები გიორგის”, – წერს პროფესორი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლედი!
უდიდეს პატივს ვცემდი და ვცემ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატებები თავის ლამაზ ოჯახთან ერთად!
13:42 / 15-06-2018
გამოხმაურება / 0 /
*
მეც მომწონდა .სხვებივით ამპარტავანი არ იყო
13:36 / 15-06-2018
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
გული მწყდება კვირიკაშვილის წასვლაზე, ზოგიერთებს არ გავს, კაცური კაცია არაფერი არ უკვირს,
23:21 / 14-06-2018
გამოხმაურება / 0 /
Tsiko
ბევრი თბილისელის აზრი გამოხატეთ ქნ თეს. წსრმატებები ბნ გიორგის
21:56 / 14-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ზეიკო
წესიერი, ჭკვიანი, ოჯახიშვილი, კარგი მეუღლე და მამა/
20:44 / 14-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS