“რისთვის ვცემდი პატივს და… ჩემების საფლავიდან ვბრუნდებოდი, შაბათი დღე, გადაჭედილი საბურთალოს სასაფლაოს აღმართის დასაწყისი, გამორბის ვიღაც გაანთვისუფლეთ გზაო და ამ დროს გადმოდის კვირიკა მანქანდან, – მოიცა, მოიცაო… დატოვა პირდაღებული და ამოუყვა აღმართს ფეხით, რომ ჩამომიარა, “ჯიგარი
ქუჩის კუთხეში, თავისი ხელით ლიკა ქავჟარაძისთვის ნაყიდი თეთრი კალებისთვისაც ვცემ პატივს და იმისთვისაც, პატარა, მეტიჩარა გოგოს რომ ართობდა და ერთობოდა…
ოთხი კარგი შვილისთვის, რომელიც ამ პოლარიზბულ საზოგადოებაში თვალში არავის მოხვედრია. მეუღლისთვის – რომელსაც უსაქმურობისგან, უცებ “მერსედენს ბენცის” მოდის კვირეულის ან “მის საქართველოს” ორგანიზატორად არ მოგგვლენია, გია ჯაჯანიძის შოუში არ დამჯდარა და მუსიკალურ ჟიურიში არ უტკვარცალია.
ადამიანი “წვრილმნებში” ვლინდება და ყველა თანამდებობის “კეთილებიც”, რომელიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ მისი გულისთვის ასი მანქანა უნდა “სადმე შეძვრეს” ან სულაც აორთქლდეს, რომ ხუთასლარიანი გვირგვინი “პადჩინიონიმ” ყველაზე “პერო” მაღაზიაში უნდა შეუკვეთოს და ლოგოც კარგად უნდა ეტყობოდეს…
ხოდა, ამდენი წელი, ამ გაზულუქებულ, ხამ, “უნახავნა რა ნახა” თანამდებობის პირების შემხედვარეს-მომწონდა და პატივს ვცემდი კარგი ოჯახის შვილს, კარგი ოჯახის მამას, კარგ პირველექსპერიმენტულელს, კომაროველს და ჩემს პრემიერს!
წარმატებები გიორგის”, – წერს პროფესორი.