ამ ფაქტს სოც-ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრს გული დაწყდა, ბევრს არა.
პრემიერის დაკავებული თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა ცნობილი მოგზაური ჯასპერ ბლექი.
მან სოციალურ ქსელში ნიუსი გააზიარა, სადაც პრემიერის გადადგომის შესახებ ეწერა.
"ჩემო მეგობარო" - დაწერა ტურისტმა სოც-ქსელში.
ჯასპერ ბლექი მეექვსე მილიონი სტუმარია საქართველოსთვის, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყო.
ჯასპერ ბლექს საქართველო ძალიან შეუყვარდა, "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მიიღო მონაწილეობა და ძირითადად სწორედ აქ ცხოვრობს.