ამჯერად დემნამ ხალხი ახალი, უცნაური პერანგის გამო აალაპარაკა.
დემნა გვასალიას ახალი პერანგი უცნაური ფორმისაა, რადგან ორი სამოსის ნაზავს წარმოადგენს. დიზაინერმა ცისფერ მაისურს ნაცრისფერი კუბოკრული პერანგი მიაკერა და მოდაში ახალი ტენდენცია დანერგა.
საინტერესოა, რომ ამ პერანგის ღირებულება 1290 დოლარია და მას ინტერნეტში უკვე უდიდესი გამოხმაურება აქვს. „ბალენსიაგას“ მოდის სახლის გულშემატკივართა მხრიდან ახალ მოდელს არაერთგვაროვანი შეფასებებიც მოჰყვა.