გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე ორსულადაა. თათია და მისი მეუღლე ვაკო თურნავა პატარას ივნისში ელოდებიან. ეს მათთვის იქნება პირველი შვილი, რომელსაც წყვილი ბუნებრივია განსაკუთრებული სიხარულით ელოდება.
8 თვის ორსული თათია დოლიძე აქტიურად მუშაობს და უამრავ აქტივობაშია ჩართული. ცოტა ხნის წინ, მან ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 8 თვის ორსული თათია შესაშურ ფორმაშია. როგორც მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, თათია აქტიური სპორტული ცხოვრებით არის დატვირთული, კერძოდ საცურაო აუზსა და იოგაზე დადის.
შეგახსენებთ, თათია დოლიძე წარსულში
მოდელი იყო, მას ისეთმა ცნობილმა ბრენდმა შესთავაზა თანამშრომლობა, როგორიც არის "ზარა", თუმცა, მან მოდელობა სწავლაში გაცვალა და პოდიუმიდან გაეროში მოხვდა.