21 მაისი, 2018
რის გამო მიაყენა შეურაცხყოფა მიშო სულუხიას ნიკა გვარამიამ? -"...მეც მიჩნდება სურვილი ბოდიში მოვიხადო იმის გამო..."

 

მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა მემორიალზე მოცეკვავე გოგონას შესახებ. მან საჯაროდ მოუხადა ბოდიში იმ ადამიანებს, ვინც მემორიალზე ცეკვა გმირების ხსოვნის შეურაცხყოფად მიიღეს, თუმცა, აღნიშნა, რომ ეთანხმება თანატოლების პროტესტს, რის გამოც მას ნიკა გვარამიამ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა.

 

"იმის გამო რომ გახარია ჩემთვის სიმპათიურ პოლიტიკოსად გადაიქცა, მეც მიჩნდება სურვილი ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ 9 აპრილის მემორიალზე ვცეკვვდი . . .

მართალია პირადად მე არ ვცეკვავდი, თუმცა მაშინაც და ახლაც ვეთანხმები ჩემი თანატოლების და მეგობრების პროტესტს ვინც იქ

ვიყავით შეკრებილი - და თუ ერთმანეთის გამოხატულებასა და ღირებულებების პატივისცემაზეა საუბარი მაშინ შევთანხმდეთ რომ ეს მემორიალიც გამოხატული ღირებულებაა და ვცეთ პატივი..."

Rating

ნიკა გვარამიას კომენტარს ამ სტატუსის "გაუჩინარება" მოჰყვა. გვარამიას კომენტარის შემდეგ წაშლილი სტატუსით გაკვირვებულ "ფეისბუქის" მეგობრებს სიტუაცია მომდევნო სტატუსით განუმარტა მიშო სულუხიამ:

"გამარჯობათ მეგობრებო, პოსტი არავის წაუშლევინებია. შეზღუდული მქონდა დროებით სანამ გავარკვევდი, ეს რეალურად ჩემი მეგობარი ანი იყო თუ სხვა გოგონა. რაც შეეხება ნიკას გვარამიას კომენტარს, შესაძლოა საჯაროდ ლამაზად არ ჟღერს თუმცა ჩვენი მეგობრული დამოკიდიდებყლება ხანდახან იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ fb ს გვერდზე მსაგვსად ვიხუმროთ და მეტ დრამატიზებას ნუ მივცემთ ამ კომენტარს.

- პოსტს რაც შეეხება ჩემი აზრი იგივეა და მოვუბოდიშებდი იმ ადამიანებს ვისთვისაც ეს მემორიალი მისი მნიშვნელობა და მასზე ცეკვა აღიქმება შეურაცმყოფელად. მათ აქვთ უფლება ასე იფიქრონ. ამ ქმედებაში ამორალური და უცენზურო რეალურად არაფერია და ჩემთვის ერთ ერთ თავისუფლების გამოხატულების ფორმაა. მინდა ეს მომენტი გაიგოთ სწორად....

მადლობა ყველას ".

შეგახსენებთ, მიშო სულუხია და ანი სუბელიანი ერთმანეთს "ვარსკვლავების აკადემიიდან" იცნობენ და ისინი მეგობრობენ კიდეც.

მერიემ კაკაურიძე

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნანა
ჯერ ერთს წერ,მერე მეორეს,ფუ,შეგირცხვა ნამუსი,ას შეგაშინა გვარამიამ,რომ შენივე სიტყვა უკან წაიღეეე?
17:18 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
kato
რამ გაგაბოროტატ ასე ერტიც და მეორეც.
13:11 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
@
მიშო კარგი ადამიანი და კარგი მომღერალი ხარ, სამწუხაროა მემორიალზე ცეკვა ნორმალურად რომ მიგაჩნია.ეს იგივეა 9 აპრილს დაღუპულების საფლავზე რომ იცეკვოთ.ნუთუ ეს შენთვის ნორმალურია. ანის ცეკვა ყველა ნორმალური ადამიანისთვის ამაზრზენი სანახავი იყო.
15:23 / 21-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS