სწორედ ამ პოსტს მოჰყვა დიდი გამოხმაურება. როგორც აღმოჩნდა, ის, რაც თოფურიამ 2018 წელს შექმნა და ჰგონია, რომ დემნა გვასალიამ მოპარა, თურმე ცნობილ
ქეთას პოსტს პოპულარული ფეშენ-ბლოგი გამოეხმაურა და შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
"კეტი, დარაგაია მოია, მოსკოვების ფეშენში შეიძლება სხვანაირადაა, მაგრამ საერთაშორისო მოდის კალენდარი აშკარად არ გეთანხმებათ. სოფლელები არიან, არ ესმით. #VetementsxLevis კოლაბორაცია არის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან, რომელიც ვეტმოს ტრადიციულ კალენდარზე ადრე გამოაქვს.
ტრადიციულად SS 2018 ჩვენებები დაიწყო 2017 წლის სექტემბერში. იწყება ნიუ-იორკით, შემდეგ ლონდონი, მილანი, ოქტომბერში პარიზი და მერე გადადის სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან ქალაქებში, მათ შორის მოსკოვებში, სადაც კეტი კრასავიცა მოია, შენ წარადგინე SS 2018.
ხოლო ვეტმომ გასულ წლის აპრილში დააანონსა, რომ ჩვენებას არ მოაწყობდა და სამაგიეროდ პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში ექნებოდათ პრეზენტაცია SS 2018 კოლექციის. პარიზის მამაკაცის კვირეული სექტემბერზე ადრე ტარდება, კერძოდ, 2017 წლის ივნისში. #VetementsxLevis SS 2018 გასული წლის 25 ივნისს იქნა წარმოდგენილი და 26-30 ივნისის ჩათვლით მოხდა ბაერების მიერ შეძენა.
საერთაშორისო სისტემით, კოლექციები 6 თვის შემდეგ ეშვება გაყიდვაში, თუმცა ვეტმოს აქაც განსხვავებული მოდელი აქვს, ერთიანად არ აწვდიან.
"დროფები" დაყოფილი აქვთ ისე, რომ 1 წლის წინ გამოსული კოლექცია მთელი მომავალი 12 თვე ნაწილებად ეშვება გაყიდვაში. ხოლო სოციალურ ქსელში აპიარებენ მაშინ, როცა მომდევნო "დროფი" ეშვება გაყიდვაში თითქმის 1 წლის წინანდელი კოლექციიდან"- წერს გვერდის ადმინი.