16 მაისი, 2018
მრავალშვილიან დედებს ქართლის დედის სტატუსი მიენიჭებათ
უმრავლესობის დეპუტატი, ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მრავალშვილიანი დედებისთვის ,,ქართლის დედის" სტატუსის მინიჭებას ითხოვს. საუბარია იმ დედებზე, რომლებიც შვილებს ქართული ცნობიერებით აღზრდიან და მისი არც ერთი შვილი არ იქნება ნასამართლევი. დეპუტატის მოსაზრებით, ქართლის დედის სტატუსი შეიძლება ოთხი შვილის დედას მიენიჭოს.

,,ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ ქალბატონს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომელიც ქართული ცნობიერებით გაზრდის შვილებს, რომლებიც არ იქნებიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნამყოფი. ეს განსაკუთრებული დამსახურებაა ქვეყნის წინაშე და ამგვარ დედებს უნდა მიეცეთ ეს მაღალი
სტატუსი ", - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
-------
ქართლის დედა არა ტოროლა,რას არ მოიგონებთ.
19:30 / 17-05-2018
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვაი მე დედა.....
15:20 / 17-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯორდანო ბრუნო
სტატუსის მაგივრად ფინანსები რომ მიანიჭოთ არაა??? ვის რა ჯანდაბად უნდა სტატუსი თუ აღზდაში არ დაეხმარა სახელმწიფო. გადაშენების პირზე ვართ მისული და ახლა მაინც წაახალისეთ მრავალშვილიანობა! აბა ნახეთ რა შედეგს მიიღებთ! მარტო ლოცვა არ შველის ერს ! დიდი ლოგინი და გარანტირებული დახმარებაც არის საჭირო!!!
23:33 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS