ჟიურის წევრები და კონკურსანტები უკვე აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ წარსდგნენ მსმენელის წინაშე.
გუშინ ისინი გადაღებაზე კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. კახეთი ქეიფის და დროსტარების გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად გადაღების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა, კონკურსანტებმა იქეიფეს.
"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ სუფრაზე მუსიკოსი დავით ევგენიძე ძალიან დათვრა და გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე ნამდვილი სკანდალი მოაწყო.
როგორც ჩვენთან საუბარში ანონიმური თვითმხილველი ამბობს, ნასვამი
"რეიტინგს" ვიდეოც მიაწოდეს, სადაც ჩანს, რომ ნასვამი დათო ევგენიძე საცურაო აუზში ტანსაცმლით ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უფრო მეტიც - ევგენიძემ წყალში კონკურსში მონაწილე რამდენიმე ბავშვიც ჩააგდო. მოკლედ, მუსიკოსმა კახეთში ნამდვილი მეორედ მოსვლა მოაწყო.
ბუნებრივია, დათო ევგენიძის სკანდალური ქცევა მხოლოდ ამ ვიდეორგოლით არ გამოიხატება, უბრალოდ კორექტულობის მიზნით, მხოლოდ ამ ფრაგმენტს გიჩვენებთ.