გუშინ "ოტიუმში" ქუჩის ბიჭების ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ჯგუფის უახლოესმა მეგობრებმა და ჟურნალისტებმა მოიყარეს თავი.
სტუმრებს შორის იყო "რეიტინგიც", რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ის ფაქტი, რომ ზურა ხაჩიძის პრეზენტაციას ხათუნა ჟორდანია არ ესწრებოდა.
პრემიერაზე არც ნინი ქარსელაძე და ზურას ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე იყვნენ.
- საღამოს "ქუჩის ბიჭების", ნინი ქარსელაძის და
რაც შეეხება "ქუჩის ბიჭების" ახალ კლიპს, ვიდეორგოლი გამორჩეულია - ჯგუფმა პირველად გადაიღო კლიპი, სადაც ჯგუფის არცერთი წევრი არ ჩანს. ვიდეორგოლის რეჟისორი უგო მორისია.
სიმღერის სახელწოდებაა "მაპატიე დავნებდი". პრეზენტაციისას ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა პატიებას ითხოვს. ამიტომ დავინტერესდით, უთხოვია თუ არა ზურას ხათუნასთვის ოდესმე პატიება.
- ეს კლიპი ჯგუფის წევრების პირად ისტორიებზე არ არის. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა მომენტები, როცა პატიებას ვითხოვ. ზოგჯერ ხათუნასაც ვთხოვ პატიებას, მაგალითად მაშინ, როცა კონცერტზე გავალ ქალაქგარეთ ერთი დღით და დიდი ხნით აღარ ჩამოვალ. 17 წელია მე და ხათუნა ერთად ვართ და რა პატიება უნდა ვთხოვო.