13 მაისი, 2018
"არასოდეს არ მიფიქრია რომ რაიმე მსგავსი კატასტროფულ საქციელთან ექნებოდა შეხება" - რას წერს თიკა ჯამბურია სპეც-ოპერაციის დროს დაკავებული გოგონას შესახებ
მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს მიმართავს და 12 მაისის ღამეს, სპეც-ოპერაციის შედეგად დაკავებული 21 წლის გოგონას, ქეთი მურუსიძის შესახებ განმარტებას აკეთებს.

"რა დავწერო არ ვიცი დღეს ჟურნალისტების საქციელი რომლებმაც ჩემი ფოტო ძალიან ცუდი ქვეტექსტით აფრიალეს ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ და აზრებს ვერ ვალაგებ !!!!! .... ქეთი 1 თვის წინ გავიცანი ეგვიპტეში ჩვენი საერთო ფოტოც ეგვიპტეშია გადაღებული რომელიც ჟურნალისტებმა დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან ცუდად ატრიალეს........

თავის მეგობრებთან ერთად იყო დასასვენებლად ისევე როგორც მე .... ძალიან
დადებითი და კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა .... აქაც ვკონტაქტობდით სოციალური ქსელის საშუალებით , არასოდეს არ გვქონია საუბარი ნარკოტიკებზე და მსგავს თემებთან დაკავშირებით არასოდეს არ მიფიქრია რომ რაიმე მსგავსი კატასტროფულ საქციელთან ექნებოდა შეხება...

ძალიან ძალიან ცუდია ნარკოტიკის გასაღება ვერაფრით ვერ გავამართლებ მის საქციელს და ძალიან ძალიან მწყდება გული რომ ამ ყველაფერშია გარეული.... თუმცა ჟურნალისტებს რომლებმაც ესე პროვოკაციულად იხმარეს ჩვენი ფოტო მათ ვთხოვ და ვაფრთხილებ ცოტაოდენი ადამიანობა გამოიჩინონ და მე შემეშვან...

ფოტოს გადაღებას ნუ გამიკონტროლებთ ადამიანებთან ძალიან გთხოვთ. P.S იმედია ნამდვილ ნარკოლეარიზატორებსაც მალე დაიჭერენ და 21 წლის ბავშვებზე არ შეიხოცავენ ხელებს ...მადლობა ყურადღებისთვის", - წერს თიკა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიტა
თიკა, შენი გულისტკივილი გასაგებია, მაგრამ 21 წლისას ბავშვს რომ უწოდებ, სასაცილოა.
19:44 / 19-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS