"ანუ არ უნდა დაეჭირათ?
სად უნდა დაეჭირათ, ამაშია პრობლემა ?
როგორ უნდა დაეჭირათ?
კლუბის პრესტიჟი და სახელი დაზარალდა?
კლუბები ხომ ამბობდნენ რონ ჩვენს ტერიტორიაზე არ ხდება რეალიზებაო? ამბობდნენ რომ თუ ასეთი რამე ხდება სხვაგან იყებენ და მერე მოდიან კლუბშიო.
თუ ეს დადასტურდა გამოდის რომ მათ ტერიტორიაზე იყვნენ რეალიზატორები რაც ძალიან ცუდი ფაქტია.
კოლბაში არ ვცხოვრობთ და რამენაირად ვხვდებით სად რა და როგორ ხდება.
დიდი ბოდიში ყველა იმ ადამიანთან ვისაც შეხება არ აქვს ამასთან (ნარკოტიკებთან მე ასეთს ბევრს ვიცნობ), მაგრამ უყვარს კლუბური კუსიკა. ვგულშემატკივრობ ნებისმიერი მიმდინარეობის განვითარებას. მაგრამ თუ ეს განვითარება რამენაირად მაინც უკავშირდება იმასთან რაც ხდება საერთოდ ნუ განვითარდება, არ ღირა ადამიანის სიცოცხლედ ეს.
ამ პოსტს საკამათოთ არ ვწერ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია!! უბრალოდ უკიდურესობები გვჭირს ნებისმიერი მიმართულებით. არ შეიძლება იმაზე ვიკამათოთ რაც კარგად არ ვიცით. ფაქტია ხალხი გვაკვდება ხელში და ჩვენ გვკიდია იქამდე სანამ ჩვენი ახლობელი არ აღმოჩნდება მათ რიცხვში.
P.S. მხოლოდ კლუბებში არ ხდება ეს" ,- წერს სუხიტაშვილი.