10 მაისი, 2018
“ჰაი ლეველი საზოგადოების” მეძავთ შესამოსი კაბაა, არაფერი სხვა….” - ნინო ქორიძის რძლის ფოტო სკანდალის მიზეზი გახდა
"მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულზე ყველაზე დიდი გამოხმაურება დიზაინერ ჯაბა დიასამიძის ჩვენებას მოჰყვა. დიასამიძემ პოდიუმზე მკერდმოშიშვლებული გოგონები გამოიყვანა და ბუნებრივია, ამას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენებაში სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა, ქართველმა მოდელმა ელენე მახარაშვილმა, იგივე ელენსიომ.

ელენსიო ევროპის ამომავალი ვარსკვლავის, ირაკლი კვირიკაძის ცოლი და მსახიობ ნინო ქორიძის რძალია.

ელენეს ჩვენებას დაესწრო ნინო ქორიძის უმცროსი ქალიშვილიც, რომელიც ელენემ კულისებშიც შეიყვანა.


მოდელმა ოჯახის წევრებთან ერთად ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, ამ
ფაქტმა რატომღაც, პოეტი ზურა სალუქვაძე გააღიზიანა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

“არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი მაღალი ფუნის, უკაცრავად… ფენის, ანუ “ჰაი ლეველი საზოგადოების” მეძავთ შესამოსი კაბაა, არაფერი სხვა…. ისე კი, თანამედროვე ევროპულ და ამერიკულ მოდასთან შედარებით რასაც წამყვანი ევრო კუტუ-რიეები გვთავაზობენ, ეს საბავშვო ბაღია დამიჯერეთ… იქ ბევრად დიდი მარაზმია ოღონდ კანონის სრული დაცვით.

არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა ჩვენი გოიმი ბომონძღის ამ ტუსოვკაში რომ არა ერთი დეტალი რაც ზოგადად ჩვენ გოიმობას, ბანძობას, ჩაჯმულობას და სახელმწიფოდ რომ ვერ შევდექით აი იმად ყოფნას ნიშნავს და ესაა 5 თუ 6 წლის ბავშვის ამ სურათში და ზოგადად ამ ივენთზე ყოფნა….
ჩვენ გვინდა ევროპა მაგრამ როგორც აქ დავცინივართ ვინმე პროვინციელი ძროხას რომ გაყიდის და აიფონს რომ იყიდის აი ეგ დონე ვართ ჩვენ ევროპელებთან….
სიამოვნებით ვუჩივლებდი ამ fashion week-ს აი ამ კონკრეტული კანონდარღვევისათვის….. აი რასაც ამ სურათში ხედავთ არის ამ ბავშვზე სექსუალური ძალადობა და არაფერი სხვა !”

Rating


ზურა სალუქვაძის მსგავსად ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელებშიც. ელენე მახარაშვილს ურჩევენ, სიშიშვლე ლოგინში გამოაჩინოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ირმა.
კარტველებს მსოპლიოსჰი ვერავინ სჰეედრება სიბინდზურის სწრაპ აგკმასჰი. ბრავო კარტველობავ. მე უკვე არ მინდა კარტველი მერკვას.
11:00 / 21-05-2018
გამოხმაურება / 0 /
რა საცოდავობაა-ს
ბარემ იქამდე მივიდეთ, საბჭოთა კავშირის დროს უცხოური ფილმებიდან უწყინარ სცენებსაც რომ ჭრიდნენ! ვითომ ამით საბჭოთა ხალხის მორალს და ზნეობას ამაღლებდნენ! რა, კომუნისტების ეპოქაში ხალხი ზეწესიერებით გამოირჩეოდა? ნურას უკაცრავად! უკანონო შვილებიც ჰყავდათ, ერთმანეთსაც ღალატობდნენ, ორგიებიც ჰქონდათ და ათასი რამ. უბრალოდ, იმ ეპოქაში ინტერნეტი არ იყო და ასეთ თემებზე არ წერდნენ.პოდიუმზე გამოსულ მოდელზე და მის კოსტიუმზე კი ზნეობის ჭრილში საუბარი უბრალოდ სასაცილოა! შთაბეჭდილება მრჩება,რომ ადამიანები მიზეზს ეძებენ, რომ ვიღაც მორალის კონტექსტში გაკიცხონ.მგონი მარტო ჩვენთან არის რომ ყველა ყველას ჭკუას ასწავლის.ვიღაცას ეგონება, რომ ქართველზე მაღალი ზნეობის დედამიწაზე ერი არ დადის, მაგრამ არის კი ეს ასე?!არ არის საჭირო, მორალისტობა!ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და იმას თუ თავად რა ესიზმრება!
23:07 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
რას ნიშნავს s
ეს შენი "ინტელექტი" ჩანს შენი ნაწერიდან.სად ვწერ მსუქნებს არსებობის უფლება არ აქვთ მეთქი? ოპონირებაც რომ არ შეგიძლია ლოგიკურად და აზრიანად! კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო...ჯანმრთელი სიგამხდრის ადამიანი უფრო ესთეტური რომ არის ვიდრე 100 კილოს გადაცილებული, ახალი ამბავია? თუ მე მოვიგონე? წარმოიდგინე ეს კაბა მართლა 100 კილო გადაცილებულს რომ ეცვას, რომელსაც ქონის ნაკეცები ჰკიდია? ხომ დავიწყებდით ყველა, სარკეში ჩაიხედეო?! ზუსტად ამას ვამბობდი მეც! ასე რომ, შენი მგზნებარე პათოსი სხვა რაიმე უფრო აზრიანს მიმართე ან ცოტათი ინტელექტი აიმაღლე და შემდგომ იკამათე!
22:28 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
კატო
წაადით. თქვენ სული გეხუთრებათ, ჩვენ გულს გვირევთ და გვიკლავთ.წაადით რა. ჩვენთვის ჩვენი მიწა სხვა აზრის და მადლის მატარებელია და ჩვენ გვყრით? თქვენთვის ხომ სულერთია- ღამის კლუბი სხვაგან უფრო მაგარია, და კარგია და ყველაფერი მაგნაირი სხვაგან უკეთესია. რას გიშლით იყოს ეს ერთი მუჭა მიწა ქართული. თქვენ რა დაგაკლდებათ?
01:11 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
123
აქ ერთ სურათზე ძუძუ ვარსკვლავით აქვს დაფარული, მეორე შემთხვევაში არა. ვერ გავიგე ვარსკვლავი ააგლჯა, კაბა გამოიცვალა თუ ვარსკვლავი მერე მიამაგრა.
03:06 / 12-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS