10 მაისი, 2018
“ჰაი ლეველი საზოგადოების” მეძავთ შესამოსი კაბაა, არაფერი სხვა….” - ნინო ქორიძის რძლის ფოტო სკანდალის მიზეზი გახდა
"მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულზე ყველაზე დიდი გამოხმაურება დიზაინერ ჯაბა დიასამიძის ჩვენებას მოჰყვა. დიასამიძემ პოდიუმზე მკერდმოშიშვლებული გოგონები გამოიყვანა და ბუნებრივია, ამას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენებაში სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა, ქართველმა მოდელმა ელენე მახარაშვილმა, იგივე ელენსიომ.

ელენსიო ევროპის ამომავალი ვარსკვლავის, ირაკლი კვირიკაძის ცოლი და მსახიობ ნინო ქორიძის რძალია.

ელენეს ჩვენებას დაესწრო ნინო ქორიძის უმცროსი ქალიშვილიც, რომელიც ელენემ კულისებშიც შეიყვანა.


მოდელმა ოჯახის წევრებთან ერთად ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, ამ
ფაქტმა რატომღაც, პოეტი ზურა სალუქვაძე გააღიზიანა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

“არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი მაღალი ფუნის, უკაცრავად… ფენის, ანუ “ჰაი ლეველი საზოგადოების” მეძავთ შესამოსი კაბაა, არაფერი სხვა…. ისე კი, თანამედროვე ევროპულ და ამერიკულ მოდასთან შედარებით რასაც წამყვანი ევრო კუტუ-რიეები გვთავაზობენ, ეს საბავშვო ბაღია დამიჯერეთ… იქ ბევრად დიდი მარაზმია ოღონდ კანონის სრული დაცვით.

არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა ჩვენი გოიმი ბომონძღის ამ ტუსოვკაში რომ არა ერთი დეტალი რაც ზოგადად ჩვენ გოიმობას, ბანძობას, ჩაჯმულობას და სახელმწიფოდ რომ ვერ შევდექით აი იმად ყოფნას ნიშნავს და ესაა 5 თუ 6 წლის ბავშვის ამ სურათში და ზოგადად ამ ივენთზე ყოფნა….
ჩვენ გვინდა ევროპა მაგრამ როგორც აქ დავცინივართ ვინმე პროვინციელი ძროხას რომ გაყიდის და აიფონს რომ იყიდის აი ეგ დონე ვართ ჩვენ ევროპელებთან….
სიამოვნებით ვუჩივლებდი ამ fashion week-ს აი ამ კონკრეტული კანონდარღვევისათვის….. აი რასაც ამ სურათში ხედავთ არის ამ ბავშვზე სექსუალური ძალადობა და არაფერი სხვა !”

Rating


ზურა სალუქვაძის მსგავსად ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელებშიც. ელენე მახარაშვილს ურჩევენ, სიშიშვლე ლოგინში გამოაჩინოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნანა
ელენსიო არა კვატი)))))
22:43 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი
და ის არ არის "სექსუალური ძალადობა" ქუჩებში ღიპიანი, წელს ზემოთ შიშველი მამაკაცები რომ დადიან, ლამის ჩამძვრალი შარვლით? დადიან და მთელ ქვეყანას თავიანთი უკანალის ზოლს უჩვენებენ... გულის ამრევი ეს უფრო არის! მაშინ ანტიკური ხანის შედევრებიც შევმოსოთ, ტიციანის და ლეონარდოს ქალებსაც სულ მცირე კორსეტები ჩავაცვათ.მუზეუმებშიც ასეთი ფორმით გამოვფინოთ!
17:39 / 10-05-2018
გამოხმაურება / 1 /
მკითხველი-ს
დადიან და მერე რა მიდი და გაიხადეთ მაშინ ქალებმა, ან რასაც იზახით ეს საერთოდ ნახსენები იყო სადმე, ან რაც თქვით ეს მოსაწინია და მოწონს ვინმეს, ან იმის გამართლება რაც სურათზეა მკედრმოღეღილ ქალთან პატარა ბავშვი შეიძლება. რახან ასე ხდება შიშველი მკერდიღ ოჯასური ფოტოს გადაღებას მოსულა. რაც თქვენ დაწერეთ ეს მარაზმია, მაგრამ მერე რა ამის გამო ამას ამართლებთ?
22:51 / 10-05-2018
!
ეს ზურა სალუქვაძე თუ პოეტია, ქართული მაინც არ უნდა იცოდეს ნორმალურად?! "დავცინივართ"-გრამატიკულად გამართული სიტყვაა??? ზმნის უღლება ისწავლე, "პოეტო" და მერე დამოძღვრე სხვები! პატრიოტიზმის და ქართველობის ქადაგება ქაჯური პოსტების წერით და სხვისი ლანძღვით კი არა, შენი ენის ცოდნით დაიწყე!!!
17:20 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
მეტი საქმე და პრობლემა არ გაქვთ? არ ვიცი ვინაა არც ჯაბა დიასამიძე, არც ელენსიო და არც ზურა სალუქვაძე, მაგრამ ეს უკანასკნელი აშკარად კლავიატურის ლომია... ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. სხვისთვის მორალის კითხვა ყველაზე დიდი ამორალურობა მგონია...
16:37 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
დეა
ვეთანხმები ბატონ ზურას!
13:46 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS