10 მაისი, 2018
“ჰაი ლეველი საზოგადოების” მეძავთ შესამოსი კაბაა, არაფერი სხვა….” - ნინო ქორიძის რძლის ფოტო სკანდალის მიზეზი გახდა
"მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულზე ყველაზე დიდი გამოხმაურება დიზაინერ ჯაბა დიასამიძის ჩვენებას მოჰყვა. დიასამიძემ პოდიუმზე მკერდმოშიშვლებული გოგონები გამოიყვანა და ბუნებრივია, ამას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენებაში სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა, ქართველმა მოდელმა ელენე მახარაშვილმა, იგივე ელენსიომ.

ელენსიო ევროპის ამომავალი ვარსკვლავის, ირაკლი კვირიკაძის ცოლი და მსახიობ ნინო ქორიძის რძალია.

ელენეს ჩვენებას დაესწრო ნინო ქორიძის უმცროსი ქალიშვილიც, რომელიც ელენემ კულისებშიც შეიყვანა.


მოდელმა ოჯახის წევრებთან ერთად ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, ამ
ფაქტმა რატომღაც, პოეტი ზურა სალუქვაძე გააღიზიანა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

“არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი მაღალი ფუნის, უკაცრავად… ფენის, ანუ “ჰაი ლეველი საზოგადოების” მეძავთ შესამოსი კაბაა, არაფერი სხვა…. ისე კი, თანამედროვე ევროპულ და ამერიკულ მოდასთან შედარებით რასაც წამყვანი ევრო კუტუ-რიეები გვთავაზობენ, ეს საბავშვო ბაღია დამიჯერეთ… იქ ბევრად დიდი მარაზმია ოღონდ კანონის სრული დაცვით.

არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა ჩვენი გოიმი ბომონძღის ამ ტუსოვკაში რომ არა ერთი დეტალი რაც ზოგადად ჩვენ გოიმობას, ბანძობას, ჩაჯმულობას და სახელმწიფოდ რომ ვერ შევდექით აი იმად ყოფნას ნიშნავს და ესაა 5 თუ 6 წლის ბავშვის ამ სურათში და ზოგადად ამ ივენთზე ყოფნა….
ჩვენ გვინდა ევროპა მაგრამ როგორც აქ დავცინივართ ვინმე პროვინციელი ძროხას რომ გაყიდის და აიფონს რომ იყიდის აი ეგ დონე ვართ ჩვენ ევროპელებთან….
სიამოვნებით ვუჩივლებდი ამ fashion week-ს აი ამ კონკრეტული კანონდარღვევისათვის….. აი რასაც ამ სურათში ხედავთ არის ამ ბავშვზე სექსუალური ძალადობა და არაფერი სხვა !”

Rating


ზურა სალუქვაძის მსგავსად ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელებშიც. ელენე მახარაშვილს ურჩევენ, სიშიშვლე ლოგინში გამოაჩინოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ირმა.
კარტველებს მსოპლიოსჰი ვერავინ სჰეედრება სიბინდზურის სწრაპ აგკმასჰი. ბრავო კარტველობავ. მე უკვე არ მინდა კარტველი მერკვას.
11:00 / 21-05-2018
გამოხმაურება / 0 /
რა საცოდავობაა-ს
ბარემ იქამდე მივიდეთ, საბჭოთა კავშირის დროს უცხოური ფილმებიდან უწყინარ სცენებსაც რომ ჭრიდნენ! ვითომ ამით საბჭოთა ხალხის მორალს და ზნეობას ამაღლებდნენ! რა, კომუნისტების ეპოქაში ხალხი ზეწესიერებით გამოირჩეოდა? ნურას უკაცრავად! უკანონო შვილებიც ჰყავდათ, ერთმანეთსაც ღალატობდნენ, ორგიებიც ჰქონდათ და ათასი რამ. უბრალოდ, იმ ეპოქაში ინტერნეტი არ იყო და ასეთ თემებზე არ წერდნენ.პოდიუმზე გამოსულ მოდელზე და მის კოსტიუმზე კი ზნეობის ჭრილში საუბარი უბრალოდ სასაცილოა! შთაბეჭდილება მრჩება,რომ ადამიანები მიზეზს ეძებენ, რომ ვიღაც მორალის კონტექსტში გაკიცხონ.მგონი მარტო ჩვენთან არის რომ ყველა ყველას ჭკუას ასწავლის.ვიღაცას ეგონება, რომ ქართველზე მაღალი ზნეობის დედამიწაზე ერი არ დადის, მაგრამ არის კი ეს ასე?!არ არის საჭირო, მორალისტობა!ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და იმას თუ თავად რა ესიზმრება!
23:07 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
რას ნიშნავს s
ეს შენი "ინტელექტი" ჩანს შენი ნაწერიდან.სად ვწერ მსუქნებს არსებობის უფლება არ აქვთ მეთქი? ოპონირებაც რომ არ შეგიძლია ლოგიკურად და აზრიანად! კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო...ჯანმრთელი სიგამხდრის ადამიანი უფრო ესთეტური რომ არის ვიდრე 100 კილოს გადაცილებული, ახალი ამბავია? თუ მე მოვიგონე? წარმოიდგინე ეს კაბა მართლა 100 კილო გადაცილებულს რომ ეცვას, რომელსაც ქონის ნაკეცები ჰკიდია? ხომ დავიწყებდით ყველა, სარკეში ჩაიხედეო?! ზუსტად ამას ვამბობდი მეც! ასე რომ, შენი მგზნებარე პათოსი სხვა რაიმე უფრო აზრიანს მიმართე ან ცოტათი ინტელექტი აიმაღლე და შემდგომ იკამათე!
22:28 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
კატო
წაადით. თქვენ სული გეხუთრებათ, ჩვენ გულს გვირევთ და გვიკლავთ.წაადით რა. ჩვენთვის ჩვენი მიწა სხვა აზრის და მადლის მატარებელია და ჩვენ გვყრით? თქვენთვის ხომ სულერთია- ღამის კლუბი სხვაგან უფრო მაგარია, და კარგია და ყველაფერი მაგნაირი სხვაგან უკეთესია. რას გიშლით იყოს ეს ერთი მუჭა მიწა ქართული. თქვენ რა დაგაკლდებათ?
01:11 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
123
აქ ერთ სურათზე ძუძუ ვარსკვლავით აქვს დაფარული, მეორე შემთხვევაში არა. ვერ გავიგე ვარსკვლავი ააგლჯა, კაბა გამოიცვალა თუ ვარსკვლავი მერე მიამაგრა.
03:06 / 12-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი-ს-ს
მისმინე, ეს მოდელი საჯაროდ, გარეთ ხომ არ დადის ასეთ ფორმაში? ქუჩაში დასეირნობს,კაფე-ბარებში თუ რა?თავის სამუშაოს ასრულებს,მოდელია!ეს ხომ ესთეტიკაა! გასაგებია,ვიღაცას ეს ელენსიო მოსწონს გარეგნობით,ვიღაცას არა,მაგრამ მისი სიშიშვილით თუ ვინმე ბრაზდება ან მისი სიშიშვლე თუ ვინმეზე ცუდად მოქმედებს ან ცუდ მაგალითს აძლევს პატარა ბავშვებს, ის ათასჯერ მეტ ცუდს აძლევს ბავშვს, რაზეც მე მანამდე ვწერდი:უკანალ და ღიპმოშიშვლებული მამაკაცები, რომლებიც "ჩემი დედა..."-ს ისეთი სიხშირით იმეორებენ,რომ საბრალო ბავშვებს დღეში 100-სჯერ (მინიმუმ) უწევთ ამის მოსმენა!სად 1 ბავშვის მიერ(არ თქვათ ახლა, მოდების ჩვენებაზე კოლექტიურად ბავშვები დადიანო.)დანახული მოშიშვლებული მკერდი და სად მთელი ქვეყნის (!) ბავშვები რასაც ხედავენ ქუჩაში უზნეო, არაფხიზელი მამაკაცებისგან.მასშტაბების შედარება შეიძლება?აი ეს არის მარაზმი და ამ ყოველივეს დაცვაა მარაზმი!არ არის საჭირო მორალისტობა, ჩვენს ქვეყანაში ყველა ვინც თავად ზის განავალში,ხალხს ჭკუას ასწავლის, მოუწოდებს როგორ იცხოვროს! თურმე მოდელი ბავშვებს რყვნის!!! გაიხედეთ ქუჩაში რა ხდება! ფხიზელ მდგომარეობაში ადამიანს ვერ ნახავთ, ეს არ რყვნის ბავშვს? მაგრამ ლუზერებმა ხომ უნდა ამოიყარონ ვინმეზე ჯავრი... იმასაც ვერ ხვდებიან,რომ ამ აგრესიით საკუთარ ხელმოცარულობას ამტკიცებენ! ვიღაცას თუ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებზე გული შესტკივა, მთავარ პრობლემად სულ სხვა რამ უნდა გამოეყო და არა მოდის კვირეული და მოდელები.კარგად წაიკითხეთ ამ ვიღაც პოეტის ნაწერი, ბავშვები და მათი ზნეობა ამ შემთხვევაში მას ყველაზე ნაკლებად აწუხებს, რადგან მთელი აგრესიას ე.წ. "ბომონდზე" აქვს მიმართული, თავად წერს "ფუნა", უკაცრავად მაღალი ფენაო... ბავშვების დაცვა კი სიტყვის მასალაა,ხოლო მორალის კითხვა-მოდური მიმდინარეობა! და ბოლოს, ხელახლა ვკითხულობ, ცნობილი მხატვრული შედევრებიც შევმოსოთ? მხატვარს ვერ ნახავთ შიშველი ნატურა რომ არ დაეხატა... იქნებ, ელემენტარული ვენერა მილოსელის დანახვაზე ბავშვებს თვალებზე ხელები უნდა ავაფაროთ? თუ მხატვრების ნამუშევრების დათვალიერებაზე ასაკობრივი ცენზი მივუთითოთ +18? აი ეს არის მარაზმი, აი ეს არის სიბნელე...
15:04 / 11-05-2018
გამოხმაურება / 5 /
რა საცოდაობაა
თანდათან ხელოვნება-ხელოვნების დარქმევით და სამუშაო-მუშაობის ძახილით ყველანაირ სიტიტვლეს და უხამსობას ვამართლებთ!!!
18:42 / 11-05-2018
ვატო
ახლა თუ კაცი ხარ ამ გაშტერებულ გოგოს შიშველ მკერდს რომ უყურებ მართლა ვენერა გაგონდება? იმდენი შენი დემაგოგი.....
23:38 / 16-05-2018
ვატო-ს
ვატო, აზროვნება შეგიძლია? სად წერია,რომ ეს გოგო ვენერაა?წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს? ვწერ,ვენერა მილოსელის დანახვაზეც ბავშვებს თვალებზე ხელები ავაფაროთ მეთქი?მე სილამაზეს კი არ ვგულისხმობ,სიშიშვლეს ვგულისხმობ! სიშიშვლეზე არ არის აქ საუბარი? ხოდა თუ სიშიშვლეზე და მოშიშვლებულ სხეულზე ვსაუბრობთ, მაშინ ვენერა მილოსელიც შიშველია, ლეონარდოს ნახატებიც, ტიციანისაც და სხვა მხატვრებისაც. კითხვას ვსვამდი, მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება ბავშვებს უნდა ავუკრძალოთ, თუ ტანსაცმელი მივახატოთ იგივე ტიციანის და სხვების ნახატებს მეთქი? რა პრიმიტივი ხარ ასეთი, რომ ელემენტარული არ გესმის?შეგინება-დაგინებაზე რომ არაფერი ვთქვა...რას კაცობ და რას ტიპობ? რა გინდა ამით თქვა? მაგარი ვინმე გგონია თავი?
17:15 / 17-05-2018
ვატო
გეთაყვა როგორ იმთავითვე მივხვდი რომ დემაგოგი ბრძანდებით, თქვენ კი პრიმიტივი მიწოდეთ ოჰ
23:39 / 19-05-2018
ვატო-ს
რადგან, მხოლოდ პრიმიტივი თუ "იაზროვნებს" შენნაირი ლოგიკით, მითუმეტეს შეგინება-დაგინებას დაიწყებს!
15:50 / 21-05-2018
ცირა
100%-ით ვეთანხმები ბატონ ზურას. დიდი მადლობა. ბავშვი ძალიან შემცოდა, მან რა დააშავა ამ მარაზმში რომ ამოაყოფინეს თავი, ხომ შეიძლება დიდობაში მან ტანსაცმელი საერთოდაც აღარ გამოიყენოს სხეულის დასაფარად.
11:50 / 11-05-2018
გამოხმაურება / 0 /
კაცი ასეთ დაბოღმილ კომენტარს რომ დაწერს...
ქალის მკერდის დანახვაზე კაცი ასე რომ ბრაზობდეს, ან სუსტი გული უნდა ჰქონდეს ან სხვა რაიმე პრობლემაში უნდა იყოს საქმე. პორნოგრაფია არ არის ამ ფოტოზე და არაფერი აღვირახსნილი და რას აპროტესტებს?არც უფორმო, მსუქანი გოგოა, პირიქით ახალგაზრდა და გამხდარია.რა სიველურე და უნახავობაა, ქუჩაში ხომ არ დადის ასე,პოდიუმზეა!
02:28 / 11-05-2018
გამოხმაურება / 5 /
ნეკა
შენი ლოგიკით,ყველას ვისაც სიმსუქნე არ აწუხებს ტიტველმა უნდა იაროს?ერთი მაგისი ქმრის"პროგრესულად" მოაზროვნე ტვინში ჩამახედა,თუ აქვს საერთოდ.
15:20 / 11-05-2018
ნეკას
ნეკა, ქუჩაში დადის?ნუ ხარ რა დაბოღმილი!
17:27 / 11-05-2018
რას ნიშნავს
რას ნიშნავს უფორმო, მსუქანი გოგო ხომ არ არის. მსუქნებს რა არსებობის უფლება არ ააქვთ უფორმოდ რომ მოიხსენიებ და ლანძღავ? ყოჩაღ ძლიერი ინტელექტის პატრონი და დახვეწილი გეგოვნების ,,ტიპი'' ხარ. ასეთი აზროვნების პატრონი საერთოდ თუ უნდა წერდეს რამეს?
03:01 / 12-05-2018
ნეკა
კონკრეტულად რომელ ასპექტში გამოიხატა რომ დაბოღმილი ვარ?შენ თუ მოგწონს პრადვინუტი ხარ,მე თუ არ მომწონს დაბოღმილი?შთაბეჭდილება მრჩება რომ შენ ტვინში,რამოდენიმე სადენი უკუღმა არის შეერთებული,ხელოსანს მიაკითხე,იქნებ დაგეხმაროს.
20:08 / 15-05-2018
ნეკას
ნეკა, რამდენი წლის ხარ? 7-ის, 10-ის თუ მაქსიმუმ 12-ის? თუ მოზრდილი ხარ, მაშინ მით უარესი შენთვის.წერ, ვინც მსუქანი არ არის, ყველამ გახდილმა უნდა იაროსო? გპასუხობ: ქუჩაში დადის ეს გოგო? გაუგებარი რა არის? გარეთ რომ დადიოდეს, კი ბატონო, უსაყვედურე, მაგრამ პოდიუმზე დადის! ამიტომაც ვამბობ, რომ დაბოღმილი კომენტარი გაქვს, სულ ეს არის! სადენებს და ხელოსნებს რაც შეეხება, რა უნდა გიპასუხო ამაზე სერიოზულად? იმიტომ ვამბობ, რომ ბავშვი ხარ, მაგრამ თუ დიდი ხარ და ასეთ რამეებს წერ, ძალიან მეცოდები! თუ გინდა, რჩევასაც მოგცემ. კეთილი გოგო ვარ!
18:04 / 16-05-2018
ნია
უნიჭო ხარ, ზურა, და არა მარტო პოეზიაში
01:17 / 11-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ანი
მამაშენი რას ფიქრობს ნეტავ,ღიმილის ბიჭი?
22:48 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS