10 მაისი, 2018
როგორი კაბა ეცვა ია ფარულავას 1997 წელს ოსკარის ცერემონიაზე
ყოველ წელს, როცა კინოს მთავარი დღესასწაული ახლოვდება, საუბარი იწყება ნომინანტ ფილმებზე, მსახიობებზე, რეჟისორებზე და რაღა თქმა უნდა, ჩაცმულობაზე, თუ ვინ რა ბრენდის სამოსით წარსდგება ცერემონიალზე, რომელიც წლის მთავარი მოვლენაა. ახალი ცერემონიალის მოლოდინთან ერთად, ყოველწლიურად ვიხსენებთ წარსულ დაჯილდოებებს, თუ ვინ როგორ გამოიყურებოდა ოსკარების დაჯოლდოებაზე. ბევრმა არც იცის, რომ 1997 წელს ოსკარების ცერემონიალს ქართველი მსახიობი ია ფარულავა დაესწრო.

ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია. ის 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.

ჰოლივუდში ცხოვრებისას ის სხვადასხვა სარეკლამო
რგოლში, მუსიკალურ კლიპებსა და დაბალბიუჯეტიან ფილმებში გადაიღეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰოლივუდში მოღვაწეობისას, ია ფარულავა რუსული წარმომავლობის მქონე ჰოლივუდის წრეებისთვის კარგად ცნობილ თეატრალურ მოღვაწესთან, გიორგი ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს.

იასთან ერთად 90 წელს მიღწეულმა ჟდანოვმა, მისი მეგობრისა და თანამოაზრის მიხაილ ჩეხოვის სამსახიობო მეთოდის პრინციპების დახვეწასა და განახლებაზე იმუშავა... ნახეთ ფოტო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS