08 მაისი, 2018
tavzariko is back - "იმედზე" გადაბარგებული ზალიკო ბერგერი "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდა (ფოტოები "ჩცდ"-ს გადასაღები მოედნიდან)
დიზაინერი და შოუ-მენი ზალიკო ბერგერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ჩემი ცოლის დაქალებს" დაუბრუნდა.
ამის შესახებ ცნობილი ზალიკოს ინსტაგრამიდან გახდა. დიზაინერმა პირად გვერდზე ანა ჩირაძესთან და სერიალის რეჟისორთან, გიორგი ლიფონავასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თავზარიკო დაბრუნდა.



სანამ ზალიკო ბერგერი "ჩემი ცოლის დაქალებში" დაბრუნდებოდა, არც ერთ პროექტში არ იყო დაკავებული და ძირითადად ემიგრანტებისთვის გამართული ღონისძიებების წამყვანი იყო, მანამდე კი "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადაბარგებულ გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს გაჰყვა და "ნიჭიერის" წამყვანი იყო.




ზალიკოს "ნიჭიერი"
შორენა ბეგაშვილთან ერთად მიყავდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ტელევიზიას ისევ სერიალი არჩია და ეს ალბათ იმიტომ გააკეთა, რომ ხალხს თავზარიკო უფრო უყვარს, ვიდრე წამყვანი ზალიკო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS