07 მაისი, 2018
ექსკლუზივი: მაკა ზამბახიძის პირველი ქმარი, რომელთან ქორწინებისგან მომღერალს უნიჭიერესი ქალიშვილი ჰყავს - ვიხილავთ თუ არა ნოდარ ჩიტაძეს "იქს ფაქტორის" დარბაზში
მაყურებელი დღეს გრანდიოზული მუსიკალური შოუს "იქს ფაქტორის" მოლოდინშია. მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელის თინეიჯერი გოგონას, სალომე ჩიტაძის ეთერში გამოჩენას. ის მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილია, რომელიც მაკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

მაკა ზამბახიძის ქალიშვილის სიმღერის და მუსიკალური მონაცემების შესახებ, აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, გოგონამ ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა და "იქს ფაქტორის" კასტინგზე მივიდა. მოხვდება თუ არა პროექტში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ კარგად მღერის.

მაკა ზამბახიძის ქალიშვილის ნახვა მაყურებლისთვის სიურპრიზი იყო, არავინ ელოდა, მას თუ ასეთი
დიდი ქალიშვილი ეყოლებოდა.

მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა სალომე ჩიტაძის მამასთან, ანუ პირველ ქმართან დაშორებული იყო.
"იურმალადან" დაბრუნების შემდეგ, მან ვახო ჭუმბურიძეზე იქორწინა, თუმცა, მათი სიყვარული რამდენიმე წელიწადში დაიშალა და მაკა ამჯერად ძიუდოისტ მიშა ჩოხელზე დაქორწინდა.

აქამდე უცნობი იყო, მისი პირველი ქმრის ვინაობა. "რეიტინგმა" გაარკვია, რომ მაკას პირველი ქმარი მუსიკოსია, ის მოსკოვში ცხოვრობს და რესტორნების ქსელში "ხინკალნაიაში" მღერის. ნოდარ ჩიტაძემ მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა.

სალომე ჩიტაძეს პატარა ძმა ჰყავს.

ნოდარ ჩიტაძეს სალომეს ტელეეთერში გამოჩენას სოციალურ ქსელში აქტიურად ულოცავენ მისი მეგობრები და წერენ, რომ გოგონა ნიჭიერებით დედ-მამას ჰგავს. ვიხილავთ თუ არა მას "იქს ფაქტორის" დარბაზში, ჯერჯერობით უცნობია.

პატარა სალომეს სიმღერით აღფრთოვანებულია მაკას მესამე ქმარიც, მიხეილ ჩოხელიც, რომელმაც გოგონას სიმღერა სოციალურ ქსელში გააზიარა. აშკარაა, რომ მას მაკას ქალიშვილთან და ამომავალ ვარსკვლავთან კარგი ურთიერთობა აქვს.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
დდდ
მეორე ქმრის აზრი რატომ აღარ დაწერეს.
20:58 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ალექს
ჯორჯიას.... აუ,ეგ რა დაწერე? ტეილორიოოოო??????მაგარი შედარებაა,სად ტეილირი და სად ზამბახიძე.მაგრად ვიღადავე.ეხლა თავში არ აუარდეს ,ტეილორს შემადარესო.ხა ხა ხა.
11:52 / 11-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სხვათა შორის, ნოდარ ჩიტაძე არაჩვეულებრივი მომღერალია. წარმატებას ვუსურვებ სალომეს!
15:37 / 08-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯორჯია
სალომეს წარმატებები ყველას თავისი გზა აქვს ელიზაბეტ ტეილორი რვა ჯერ გათხოვდა მაგრამ არავის დაუწიხლია რაც ბედია ისე ხდება საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც ცნობილ ადამიანებს ვერ იტანენ აცალეთ ადამიანს ბედნიერება თქვენ რომ გქონდეთ დალაგებული პირადი ცხოვრება სხვის ოჯახს არ გაარჩევდით
12:28 / 08-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ალექს, ნეტა შენ ვინ გეკითხება, რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გათხოვდება, მძულს ჭორიკანა კაცები, ფუიიი
18:20 / 07-05-2018
გამოხმაურება / 0 /
alex
ეს კიდე რამდენჯერ უნდა გათხოვდეს?შვილის მაინც შერცხვეს.რამდენი კაციც გაიცნო ,ყველას ცოლად მიყვება.
15:57 / 07-05-2018
გამოხმაურება / 3 /
ირინა
ალექს, აი რა შენი საქმეა, რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გათხოვდება
18:18 / 07-05-2018
Qeti
Shen vin gekitxeba, rames gishavebs?
22:06 / 07-05-2018
Hahah
"ნეტა რა შენი დიპლიპიტო თავის საქმეა" /კფ "სიყვარული ყველას უნდა"/
23:27 / 07-05-2018
TOPS