"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ ავთომ განაცხადი გააკეთა სარაევოში გასამართ ევროპის თასის ტურნირზე საასპარეზოდ, სადაც ის გამთენიისას უნდა გამგზავრებულიყო.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ავთო აღარ იასპარეზებს ზემოხსენებულ ჩემპიონატში.
ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს ამ მოლოდინის გაცრუებისთვის და გპირდებით, ავთოს უახლოეს მომავალში კვლავ იხილავთ ტატამზე.
რაც
კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ შექმნილი ვითარების გამო და მადლობას გიხდით გულშემატკივრობისათვის", - წერს თამუნა გვენეტაძე.