03 მაისი, 2018
ვახო ჭუმბურიძე მესამე ცოლსაც დაშორდა
მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი, ვახო ჭუმბურიძე მესამე ცოსლაც დაშორდა. ინფორმაცია ამის თაობაზე თბილისში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ვახო ჭუმბურიძემ თეო გაბრიელაშვილზე გასული წლის შემოდგომაზე იქორწინა. წყვილმა მცხეთაში მდებარე რესტორანში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. თუმცა, ფაქტია, ქორწინებამ დიდხანს ვერ გაძლო.

"რეიტინგი" შეეცადა დაშორების მიზეზების გარკვევას, თუმცა, ამაზე არავინ საუბრობს. 

შეგახსენებთ, ვახო ჭუმბურიძე თეო გაბრიელაშვილამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლის ვინაობა უცნობია. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ვახომ მომღერალ მაკა ზამბახიძეზე იქორწინა. წყვილს ულამაზესი ოჯახი ჰქონდა, რთული ეტაპებიც
გაიარეს, ცდილობდნენ ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ ბოლოს მაინც დაშორდნენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS