02 მაისი, 2018
"ჯობია ერთსქესიანთა ურთიერთობები აკრძალოთ, ვიდრე სიგარეტის მოწევა" - მზია ორველაშვილის სკანდალური პოსტი
ცნობილი მოცეკვავე მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"სულ არ ვარ მწეველი, მაგრამ სიგარეტის მოწევა კი არ უნდა აკრძალოთ, ის უნდა აკრძალოთ რაც არცხვენს ქვეყანას. ეს გაურკვეველი ორიენტაციის ხალხი რომ შემომრავლა ჩვენს ქვეყანაში აი ეგ უნდა აკონტროლოთ და აკრძალოთ!!!!!!!!

რას ისწავლის ახალი თაობა მათ შემყურეს როდესაც ვერ გაუგიათ, კაცი კაცია ამ ქვეყანაში თუ ქალი!!!!!!!

დღისით მზისით ისეთი რაღაცეები ხდება რომ უკვე აღარც ცხვენიათ....!!! მცხვენია რომ ჩვენს ქვეკანაში ეგეთი რამეები ხდება!!!!!! ასე რომ სჯობს აკრძალოთ ერთსქესიანების
ურთიერთობები არა თუ მოწევა!!!!!!!!!!!!!!!!", - დაწერა მოცეკვავემ სოციალურ ქსელში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
გიორგი
აი ნორმალური ქართველი გოგონა, ლამაზი, მშვენიერი, ეროვნული და ჭკვიანი, ტრადიციების და წინაპრების მოსიყვარულე. უფალი ფარავდეს ამ ლამაზმანს...
22:32 / 16-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ვაი
ვინაა ეს შტერი? :))) "ცხვენიათ... მცხვენია..." შენი გაუნათლებლობის არ გრცხვენია?
12:03 / 09-06-2019
გამოხმაურება / 0 /
თუთას და ლალას
ხოდა საქმე იმაშია, რომ მომავალი თაობის მიმართ ზრუნვასთან დაკავშირებით, პრიორიტეტები არ არის სწორედ მითითებული! თურმე მოზარდისთვის მთავარი პრობლემა ჰომოსექსუალიზმია, რომელიც თბილისის ქუჩებში მეფობს, არადა იმ ბავშვების 90%, ვიზეც ასე არაპროფესიონალურად ზრუნავს ქ-ნი მზია, დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს და სწორედ იქ (და არა თბილისის ქუჩებში!) უყურებს გეი-პორნოსაც და ათას უბედურებას, საშინელ ძალადობას და აგრესიას!!! აი ეს არის მთავარი პრობლემა, ის რომ მშობლები ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ყიდულობენ შვილებს კომპიუტერებს, უხსნიან ფეისბუქებს და არც აქცევენ ყურადღებას, რას უყურებენ მათი შვილები! უბრალოდ, ჩვენთან მოდურია, მითუმეტეს ქართველი "სთარების" მხრიდან, საზოგადოების კონკრეტული სეგმენტის გულის მოგება ასეთი ლოზუნგებით,"ქართველობას გვართმევენ!", "ცისფერები ფანჯრებში გვიხტებიან!" და ა. შ. იციან რა, ჩვენმა "ცნობადებმა", რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ მიმართ ( ე.წ. "სთარებს" ვგულისხმობ!) ნეგატიურად არის განწყობილი, ცდილობენ მათი გული ამგვარი მეთოდებით მოიგონ,მეტი არაფერი! კანონის წინაშე ყველა ადამიანი (კანის ფერის, ორიენტაციის, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად!) თანასწორია, კონსტიტუციითაც ხომ ასეა?! ხოდა ზოგიერთი ტრადიციული ორიენტაციის თუ თავის საძინებელის კარს ფართოდ აღებს და მთელ ქვეყანას უყვება თავისი პარტნიორების რაოდენობის შესახებ, ოჯახური ბატალიების თაობაზე და ა.შ., კანონით ცისფერსაც ვერ მიედავები, რატომ საუბრობ ხმამაღლა შენს ორიენტაციაზეო...ისე კი თუ ყველამ თავისი პირადი თავისთვის უნდა შეინახოს, მაშინ არც ჰეტეროსექსუალებმა უნდა არჩიონ საჯაროდ თუ რამდენი პარტნიორი ჰყავდათ.ამ შემთხვევაში ქ-ნი მზიას მაგალითი გამოდგება, იქნებ მისი ასეთი პირადი ცხოვრების გასაჯაროება ცუდ მაგალითს აძლევს მოზარდ გოგონებს? რატომ უნდა იზრდებოდეს გოგონა იმ აზრით,რომ 30 წლამდე ასაკში მესამედ დაქორწინება ნორმალური მოვლენაა? მითუმეტეს, თუ ეს მისაღებია თავისი პროფესიიდან "ცნობადი" ადამიანისთვის, რომელიც გულუხვად იძლევა ინტერვიუებს პირადულ თემებზე! თუ მორალზე და მორალისტობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს შერჩევითი არ უნდა იყოს! თვითონ ფრაზაც "ერთსქესიანების ურთიერთობები აიკრძალოს!" დილეტანტიზმის და არაპროფესიონალიზმის აპოთეოზია! ვიმეორებ, ჩვენთან ცალსქესიანთა ქორწინება არც არის დაშვებული და რა აკრძალვაზე საუბრობს თავის სფეროში "ცნობადი" ქალბატონი? ამიტომაც დავასკვენი,რომ ეს ყოველივე თავის შეხსენების და საზოგადოების კონკრეტული ფენის გულის მოგების მიზანს ემსახურებოდა! ზუსტად ამიტომაც ვამბობ, რომ ჯობია ყველამ თავის საქმეს მიხედოს! საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება კი ყველას აქვს, ცნობადსაც და არაცნობადსაც!!! სხვის განსჯას კი რაც შეეხება, ვფიქრობ ეს ფრაზა ჩემი მისამართით არც უნდა გეხმარათ, მგონი პირველად ქ-ნმა მზიამ დაიწყო სხვების განსჯა (კონკრეტული ურთიერთობების აკრძალვის მოთხოვნა, სულ მცირე განსჯაა,არა?!),ასე რომ, ბოდიში, მაგრამ თქვენს შენიშვნას ვერ მივიღებ... მისამართი შეგეშალათ!!!
02:29 / 05-05-2018
გამოხმაურება / 0 /
დავით
აკრძალვის რა გითხრათ მაგრამ მკურნალობა აუცილებელია, რადგან ეს ისეთივე ავადმყოფობაა, როგორც სხვა არანორმალური ურთიერთობები !!!! სამწუხაროდ ეს მოდა გახდა, და როგორც ჩანს ამ მოდის მიმდევრი ქართულ პოლიტიკოსებსა, სასულიერო პირებსა და ცნობად სახეებში საკმაოდ დიდია.... სამწუხარო რეალობაა !!!! და ამ რეალობას მკურნალობა უნდა და არა დასაფარად სახალხოდ სკამებით გამოკიდება !
11:46 / 04-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლილი
ნამდვილად არავის საქმე არ არის მის საძინებელში ვინ რას აკეთებს, ხოდა იყავით თქვენს საძინებელში და ხალხს ნუ აღიზიანებთ თქვენი გამოხტომებით და აგრესიით.
10:18 / 04-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS