30 აპრილი, 2018
"ვის უპირისპირდები? ბიჭს, რომელიც ქუჩაში მღერის, თავი რომ გაიტანოს?!"
მაია ასათიანი დათო არჩვაძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საყვედურობს. დათო არჩვაძემ, „მხოლოდ ქართული“-ს დაწყებამდე პროექტის შესახებ დაწერა, კონსტანტინე კარალაძის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართული სიმღერის შესრულებას უკეთ ელოდა.

მაია ასათიანმა დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა:

„მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“ შენს სიმღერებს რომ აპიარებს, 10 წელი ყველა გადაცემაში სასურველი სტუმარი რომ ხარ, მათ შორის ერთ-ერთში ლამის რომ ცხოვრობდი, ცოტა უხერხული ხომ არაა, ამ არხის ახალ პროექტს საჯაროდ რომ ებრძვი, თან ვის უპირისპირდები? ბიჭს, რომელიც ქუჩაში მღერის,
თავი რომ გაიტანოს! სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლია
რას ერჩით, მართალი უთქვამს. ახლა ნიკა გვარამია მისდგება უშვერი სიტყვებით. მოკლედ, ხელშეუხებლები ხართ. თქვენი წამყვანების სასაცილო კაბების მოწონებაც სავალდებულოა?
18:04 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანო
რუსთავი2-მა ხანდახან კრიტიკა უნდა მიიღოს. პირადად მეც მეტს ველოდი და შემრჩა აბსოლუტურად უსახური მუსიკა. ჟიური რატომღაც შემსრულებლებს უყენებს პრეტენზიებს და „ვერ ამჩნევს" რომ არანჟირებებმა, მთლად ჩაკლა სიმღერებში ყველანაირი ძარღვი და მუხტი. გაუსწორეთ რეალობას თვალი. ზვიად ბოლქვაძე ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ პოპულარულ ქართულ სიმღერებს არ უხდება ასე „წვალება" და გაწელვა. თან ერთი ადამიანის სტილი ეტყობა. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის.
18:01 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
იზი
რაყომ მხოლოდორმხრივი, ცალმხრივს რას ერჩი.
16:03 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS