25 აპრილი, 2018
"რაღა დროს კოდუაა, წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება
პროკურატურამ “იმედში” შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე ერეკლე კოდუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფაქტს სოციალურ ქსელში კოდუას ყოფილი ცოლი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.
"იმედში ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოჰყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში. შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.

რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის , ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ გაგახსენათ და სხვებივით
რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.

მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს.

ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება", - წერს ჟორჟოლიანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
შენ მხოლოდ ფულით ხარ მდიდარი.
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო.
15:12 / 26-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS