ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის უმცროსი ქალიშვილი ევა საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხატია წერს: "ვატყობ რომ მეოთხესთვის ნერვების მარაგი აღარ მეყოფა, დედას უნდა ქონდეს უფლება შვილების ავადმყოფობა თავის თავზე აიღოს".
"რეიტინგი" ხატია სიჭინავას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პატარა ევას გუშინ ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს და რამდენიმე დღით კლინიკაში დარჩენა მოუწევს.