24 აპრილი, 2018
ნანიკო ხაზარაძემ ლელა წურწუმიას მაკიაჟის გამო დასცინა - შოუ-ბიზნესში ახალი დაპირისპირება მწიფდება
გუშინ ნამდვილი სატელევიზიო ომი დაიწყო. "რუსთავი 2"-ზე "მხოლოდ ქართულის" ლაივ-კონცერტები და "იმედზე" "იქს-ფაქტორი" ეთერში ერთი და იგივე დროს გავა.

რომელი გახდება ლიდერი, ამას მომავალში ვნახავთ.

"მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრები მარინა ბერიძის, გიორგი უშიკიშვილის და სოფია ნიჟარაძის გარდა, გიორგი გაბუნია და ლელა წურწუმია არიან.

ლელა წურწუმიას ჟიურიში ყოფნის გამოცდილება უკვე აქვს. თუმცა, ქართული სიმღერის კონკურსში თავს უკეთესად გრძნობს.
მისმა მეუღლემ, პროდუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნანიკო ხაზარაძე ლელა წურწუმიაზე ხუმრობს და მას "იქს
ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე ჯგუფის "კილერ მენსონის" წევრებს ამსგავსებს.



"Всех к стенке, расстрелять", - წერს მამულიჩა. ვიდეოს გამოხმაურებებიც მოჰყვა და ნანიკო ხაზარაძეს წურწუმიას ფანებმა იუმორი დაუწუნეს.

"თავს იშტერებს თუ მართლა ეგეთი შტერია, მანდ რატომ ზის"?, "რა ეშველებათ ამათ ყველას", "მიმბაძველობა კლავს", "სტეფანეს რეაქცია", - წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, გასულ სეზონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა წურწუმიას და სტეფანეს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი გახდა "იქს ფაქტორის" კონკურსანტი სოფო საჟინიანი, რომელიც ლელას გუნდის წევრი იყო. მაშინ სტეფანემ და მამულიჩამ ეს ჭორი უარყვეს, თუმცა, ფაქტია, რომ ისინი საერთო გარემოცვაში მას შემდეგ არავის უნახავს.

"რეიტინგისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ "იქს ფაქტორის" ჟიურიში ლელა წურწუმია მოიაზრებოდა, თუმცა, მან "იმედს" "რუსთავი 2" არჩია და ვინ იცის ეს ხუმრობაც შეგნებულად იქნა მოფიქრებული.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
გიორგი
სწორი შეფასებაა ნანიკოსგან, თუ გავს მაკიაჟით რა მისი პრობლემააა?
18:23 / 27-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ინგა
არ ვარ ლელა წურწუმიას ფანი, მაგრამ, რა სჭირს ლელა წურწუმიას ხაზარაძის დასაცინი. საერთოდაც, რატომ უნდა იყოს მუსიკალური კონკურსის ჟიურიში სხვა პროფესიის ადამიანი, როცა საქართველოში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი გვყავს. მესმის კერძო ტელევიზიაა მათი ნებაა, მაგრამ, ეს ამხელა კონკურსი, ხომ საყოველთაო სახალხო კონკურსია . ვიღაცა ეკრანის წინ ყვითელი გადაცემისთვის კუნტრუშებს და ღიღინებს არ ნიშნავს მას ჰქონდეს უფლება მუსიკალურ კონკურსში ჟიურიში მენტორად მოგვევლინოს. თუ უფროსობის დიდი სიმპატიით სარგებლობს კონცერტის წამყვანი ყოფილიყო.
03:48 / 25-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა ემართებატ ამ ტელევიზიებს ყველას უკვირს, უკან უკან მიდიან ან ჯიურებს როგორ არჩევენ ან წამყვანებს, კი ბატონო მარინა უნდა იჯდეს, უშიკაშვილიც, ტანამედროვე მომგერლებიდან სოფოც, მაგრამ წურწუმია, გაბუნია, მეტი უფრო პროფესიონალები და დზლიერი მომგერლები არ არიან?კარგია ნანუკა, ფაცაცია და აცჰიკო, დანარცჰენები არ უხდებიან ასეთ პროექტებს, იმედზე კიდევ რა უნდა ხაზარადზეს,რა პროფესიონალი ეგაა,ერტი დაიგივე წამყვანები ყელსჰი ამოუვიდა ხალხს, ერტი და იგივე მანერებიტ ქცევებიტ
01:10 / 25-04-2018
გამოხმაურება / 1 /
Niania
Xazaradzes dzaan quchuri anglobebi "nayvareba"! Raime kolegialuri etikis"yurshi"arian es chemis arafrofesionalebi??!
00:07 / 12-06-2018
რომა
ნანიკო თუ ვანიკო,რომ ლელას დასცინებს,იქ მთავრდება ყველაფერი,ვაი ჩვენი ბრალი,პირდაპირ გასაგიჟებელია ეს ყველაფერი.
18:00 / 24-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ლიზი გელოვანი
ხაზარადზის დასაცინი და ისიც მაკიაჯზე წურწუმიას ნამდვილად არაფერი სჯირს. ტავად რა უნდა ჯიურსჰი
15:45 / 24-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS