ქუთაისში, 2 მაისს გალაკონცერტი იმართება, სადაც რამდენიმე მომღერალი და ჯგუფი მონაწილეობს. კონცერტის მინიმალური ჰონორარი თითო მომღერალზე 1000 ლარია. სწორედ ამდენს იღებენ სალომე ბაკურაძე და გიორგი მეფისაშვილი, ნუკრი კაპანაძის ჰონორარი 1225 ლარი იქნება, ტრიო „ბალადა“ კი 1250 ლარს მიიღებს.
ქუთაისის მერიის მიერ ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს ასევე ჯგუფი „ფრანი“, რომელიც 7500 ლარს მიიღებს ამ გამოსვლაში, ხოლო ყველაზე ძვირი ქუთაისის მერიას ნიაზ დიასამიძისა და 33 ა-ს მონაწილეობა დაუჯდება – ჯგუფი ერთ გამოსვლაში 18 750 ლარს იღებს.
წყარო: მუსიკბოქსი