13 აპრილი, 2018
ვის ეკუთვნის დიღომში მდებარე "სასახლე", რომელიც მე-16 საუკუნის იტალიური ვილის ანალოგია
ეს სასახლე, რომლის მშენებლობაც დასრულებული არ არის, დიღომში მდებარეობს. ის მნახველებს თვალს პირველივე ხილვის დროს ჭრის. გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ეკუთვნის და 5 მილიონ დოლარად ყიდის.

„რეიტინგი“ ბიზნესმენს დაუკავშირდა: ეს სახლი იპოთეკური სესხით ავაშენე, სამწუხაროდ, ვერ გადავიხადე და ბანკმა წაიღო.

- ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ სახლი 5 მილიონად იყიდება...
- თავის დროზე ვაპირებდი გაყიდვას. ადგილობრივებმა შეიძლება თქვან თითქოს 100 მილიონად ვყიდდი, მაგრამ ხომ არ უნდა დაუჯეროთ? როცა ამ სახლის მშენებლობა დავიწყე, მქონდა შემოსავალი და
სესხს ვემსახურებოდი. მაგრამ ვეღარ გადავიხადე. ამ სახლის კოპიოები მსოფლიოში ბევრია. მინდოდა, კარგი და ლამაზი ნაგებობა გამოსულიყო. პარამეტრებშიც ჯდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, დავკარგე.

- რა ოდენობის სესხი გქონდათ აღებული ამ სახლისთვის?

- არ მახსოვს, მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება. დიდი ოდენობის სესხი არ ამიღია. ამ სახლს ფანჯრებიც არ აქვს, მხოლოდ ჩონჩხი და გარემოპირკეთება არის გაკეთებული, მერე გავაჩერე მშენებლობა. რაღაცეებს ვყიდდი, მინდოდა ამ სახლის გადარჩენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბანკმა დაისაკუთრა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS