"დედამიწაზე გავლით იყო, ვერ დაეტია ცისფერი ბურთის მავთულხლართებში, ფეერიული, სანუკვარი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა სამყაროს, რომელმაც 11 აპრილს უკითხავად წამართვა სათავისოდ.
რჩეულები ფარვანებს ჰგვანან. სულ ერთია, ახსოვთ თუ არა. პირობითია საჯარო დატირება, გლოვა და სტატუსები! სამყაროს სიკეთის ენერგია სათავისოდ მიაქვს, რათა გაასმაგებული ათინათებით დაუბრუნოს კაცობრიობას...
იქ, სადაც ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, მისი გული ძგერას განაგრძობს! ბედნიერი ვარ,