11 აპრილი, 2018
"ბედნიერი ვარ, რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს" - განო მელითაურის ემოციური პოსტი კოტე თოლორდავას
რეჟისორი განო მელითაური მეუღლის, მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ წელს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დედამიწაზე გავლით იყო, ვერ დაეტია ცისფერი ბურთის მავთულხლართებში, ფეერიული, სანუკვარი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა სამყაროს, რომელმაც 11 აპრილს უკითხავად წამართვა სათავისოდ.

რჩეულები ფარვანებს ჰგვანან. სულ ერთია, ახსოვთ თუ არა. პირობითია საჯარო დატირება, გლოვა და სტატუსები! სამყაროს სიკეთის ენერგია სათავისოდ მიაქვს, რათა გაასმაგებული ათინათებით დაუბრუნოს კაცობრიობას...

იქ, სადაც ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, მისი გული ძგერას განაგრძობს! ბედნიერი ვარ,
რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს
, რომელიმე მზის ან გალაქტიკის მემილიონე განზომილებაში უკვე სახეცვლილები და დაბრძენებულები აუცილებლად შევხვდებით, დანკო", - წერს განო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქ-ნო გენო!
რამდენი წელი უნდა აპიარო საკუთარი თავი და მეუღლე! თუ ასე გიყვარდა რატომ არაფერი მოიმოქმედე ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.არ იცოდი ნარკომანის ბოლო ეგ რომაა????
15:48 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS