10 აპრილი, 2018
ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი სიგუას ისევ უპირისპირდება: „ეყოს ის დაფინანსება, რასაც ხელისუფლებისგან იღებდა…“
ნანუკა ჟორჟოლიანი და "GEM ფესტის" დამფუძნებელი, გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება გამოიწვია ნიკა გვარამიას მიერ გაზიარებულმა პოსტმა, სადაც ის Gem-ფესტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებოდა.
ამ თემაზე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი ნიკა გვარამიამ გააზიარა და აღნიშნა, რომ „ბიუჯეტისთვის უფასო, უკვე გამოცდილი ადამიანების მიერ უკვე რეპუტაციის მქონე ღონისძიებას უარს ეუბნებიან და იმავე რიცხვებში, იმავე ლოკაციაზე, მილიონებიან გაურკვეველ ღონისძიებას გეგმავენ…“

გვარამიას მიერ გაზიარებულ ამ მოსაზრებას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც სიგუას მიერ გაკეთებული „ჯემ ფესტი“ წინა
წელსაც გააკრიტიკა, რის გამოც გიორგიმ ის შამპანურით გაწუწა…

როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, შერიგების ნიშნად, ნანუკამ და გიორგიმ ერთობლივი ფოტო გადაიღეს, ტელეწამყვანი სიგუას ორგანიზატორულ ნიჭზე ზუსტად იმავე აზრისაა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა:

„თუ გიორგი სიგუას ეუბნებიან უარს, ძალიანაც კარგი. ეყოს ის დაფინანსება, რასაც ხელისუფლებისგან იღებდა და არამხოლოდ დაფინანსებას. ვინც ყოფილა ბოლოს მის მიერ მოწყობილ ფესტივალზე, ზუსტად იცის, რა ჭაობადაც გადააქციეს მზის გული ანაკლია“.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS