05 აპრილი, 2018
"ყველაფერს თავისი ხანდაზმულობის ვადა აქვს" - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ ვიდეომიმართვაზე
მართალია ხშირად გვესმის, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ არარსებულ სფეროში ძალიან ბევრი სკანდალებია. რამდენიმე დღის წინ, რეპერმა ზაზა ნოზაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ბერა ივანიშვილსა და მის თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა.

სწორედ ამ ვიდეოდან გაირკვა, რომ ორ რეპერს ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა, რა კონფლიქტზეა საუბარი ჯერ ისევ ბუნდოვანია. ზაზა ნოზაძის ვიდეო მიმართვას ბერა ივანიშვილიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა: "შეცდომის დანახვას, მის აღიარებასა და ბოლოს მონანიებას მხოლოდ ძლიერი ადამიანები ახერხებენ. მე კი
მიყვარს ასეთებთან ურთიერთობა.
P.S. ყველაფერს თავისი ხანდაზმულობის ვადა აქვს, განსაკუთრებით კი - შეცდომის აღიარებას.
გაუფრთხილდით დროს...".

ბერას კომენტარი ორაზროვანია, აპატია თუ არა მას შეცდომა, მომავალში ვნახავთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS