20 მაისი, 2013
„ევროვიზია“ - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი. ორშაბათს გამთენიისას „ევროვიზიის“ ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, „ევროვიზიის“ რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და „ელდრაინს“ საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების „ბედნიერება“ ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.

ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ანი მალაზონია
ჩვენ თავად, არ გვინდა ჩვენიანების წარმატება და სხვას რა უნდა მოვთხოვოთ? ჩვენი ბოღმის შედეგს ვიმკით ყოველთვის.. რა ვე გააკეთეს ამ ბავშვებმა თქვენი მოსაწონი.... საქართველოში გეი აღლუმები მართეთ და მერე ორთოდოქსებს აცემინეთ და ევროპისგან დაელოდეთ სიყვარულს და მხარდაჭერას....
12:23 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელს მაქაცარია
ასეთი ტიპის კონკურსებზე და ფესტივალებზე უნდა გაიგზავნოს უფრო დახვეწილი და გემოვნებით დადგმული სცენოგრაფია, არაა ლაშა ონიანი პროფესიით ესტრადის დამდგმელი ქორეოგრაფი და რა ქნას, მეტი არ შეუძლია ყველაფერს თავისი ცოდნა ჭირდება... დროა,ყველა სფეროში პროფესიონალებმა აკეთონ თავიანთი საქმე, სხვაგვარად ყოველთვის დაჩაგრულები ვიქნებით... საკონცერტო დარბაზის დამდგმელი ქორეოგრაფი, სან-ფრანცისკოს ტალანტების კონკურსის გრან-პრის მფლობელი, მიუზიკლ"ფიროსმანი-"ს დამდგმელი ქორეოგრაფი ლელა მაქაცარია.
12:05 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
mari
evroviziaze 2 ram tamashobs rols , mezobloba da shou... yvela shemtxvevashi mezobeli qveynebi adzlevs xmas ertmanets..marto kargma shoum sheidzleba daawerinos sxva qveyanas( azerbaijanis da sasomxetis gamoklebit) magali qula magram aset shous chven rodis davdgavt??? vitom originalirebi ro gvinda viyot da sinamdvileshi unicho da mouqnelebi vchndebit agar unda gaigos shous damdgmelebmaa?? tviton tu ver ipiqreben sxva qveynebs mainc mibadzon ramit da rame elementebi tvitonac daamatoon, gamova ragac...tore aseti.daunebis dadgmuli, xeleb gashverili da mtirali saxeebitt sul boloebi viqnebit....
11:19 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
საშინელი შოუ იყო ! სოფომ ,ბოლოს ისე გაფარჩხა თითები და გაიშვირა ხელი, რუსულ პლაკატებზე რომაა შრომის გმირი ქალი, იმას დაემსგავსა.... ძალიან არაარტისტული გოგო და უაზროდ მოუქნელი ბიჭი იდგა სცენაზე,- და არც სიმღერა იყო გასაგიჟებელი.... ამასც არ ველოდი მე რაც მიიGეს :)
10:56 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა დვალიშვილი
აზეირბაჯანს ფული აქვს ჩემო ბატონო.სხვათაშორის კაი შესრულება ჰქონდათ. ქართველების შესრულება არ მომეწონა საერთოდ,ჩვეულებრივი გამოსვლა იყო,არფერი განსაკუთრებული. ეთრხელ მკითხეს საიდან ხარო და საქართველო მეთქი რომ ვუთხარი,ააა აზეირბაჯანიოო?მართალია საქრთველოს არავინ იცნობს.და აზეირბაჯანი ძაან განთქმულია.ჩვენ არც ფული გვაქვს,არც განათლება საიმისოდ ევროპას ან რომელიმე ქვეყანას რაიმე შევთავაზოთ.რუსეთსაც არ აინტერესებს სხვათაშორის!
10:56 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
კარგები არიან უდავოდ, მაგრამ დუეტ ’’ჯორჯიას’’ ბაძავდნენ. მე ასე დავინახე,
10:49 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნა
არ ვიცი ლაშა დადაგამს თუ ვინმე სხვა , მაგრამ რაიმე ტუტუცობა გაუშვათ და ნერვებიც არღარ აგვეშლება. რაც შეეხება ნოდის და სოფის არავითარი პრეტენზია არა მაქვს -მარტო ბრავო. სცენოგრაფი დალოი!!!!!
10:18 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იმედას
Aგერმანია ავტომატურად გადადის ფინალსი
10:10 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შერ
მოსკოვში მეგობრები მყავს და არც იცოდნნენ,საქართველო თუ მონაწილეობდა.არავითარი რეკლამა არ მიდიოდა კონკურსისი წინ.ანალოგიური ვითარება იყო სახვა ქვეყნებში.ფბ-ით ვატყობინებდი უცხოეთში ახლობლებს,ხმა რომ უნდა მიეცათ.ეს ფული რეკლამაში და პიარში რომ ჩაედოთ,ათ-ათ ზარს ყველა ემიგრანტი მოუგროვებდა
08:29 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კონკურს ვთვლი კონკურსად მაშინ, როცა ჟიურიში პროფესიონალები ზიან და ისინი წერენ ქულებს.
07:12 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS