20 მაისი, 2013
„ევროვიზია“ - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი. ორშაბათს გამთენიისას „ევროვიზიის“ ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, „ევროვიზიის“ რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და „ელდრაინს“ საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების „ბედნიერება“ ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.

ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ნინკა
საერთოდ რომ აღარ გაგზავნონ არ შეიძლებაა? არ იციან ეს საცოდავი საქართველო, რომ ვიძახი საქართველოდან ვარ მეთქი, აა რაშაა. სამაგიეროთ არმენია იციან, უკრაინა და ა.შ.ვინ არის ეგ ონიანი, მაგაზე დაუდგა საქმე საქართველოს?
15:16 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სრულიად ვეთანხმები სტატიის ავტორს, ეგება სიმღერაზეა დამოკიდებული რომ ვერ ვიმარჯვებთ, მართლა ქართულ მელოდიას რა ჯობია, რატომ არავინ დაფიქრებულა აქამდე რომ ევროვიზიაზე გატანილ სიმღერაში ქართული მელოდია არსოდეს არ გაჟღერებულა?? ეგება ამაზე დაფიქრდნენ მომავალში ვინც ამ საკითხს წყვეტს, ეგება ჩვენი ყველაფრის უარყოფამ მოგვიყვანა ყველგან ამ დღეში?? ჩემთვის უთქვამთ ზუსტად ევროპელებს, ამისთანა მელოდიები გაქვთ და რატომ მღერიხართ ევროვიაზე ინგლისურ სიმღერებსო? ვის გააკვირვებთ ამითიო, ერთხელ წამყვანმა ჟურნალისტმა კიდეც დასცინა საქართველოს, ინგლისური სიმღერის სამღერად ქეთი მელუა მაინც გამოეგზავნათ ქართველებო.
14:54 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შშშშ
ამ საიტზე ვისაც მოესურვება ყველა წერს სტატიას? ეს მასალა ჩვეულებრივ ფეისბუქურ სტატუსს უფრო გავს ვიდრე სტატიას და ჟურნალისტურ კრიტიკას. ავტორის სახელი მითითებული რატომ არ არის? ხომ უნდა ვიცოდე ვის ეკუთვნის ეს ფბ სტატუსი?!
14:48 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ვეთანხმები რამოდენიმე კომენტატორს, რა უბედურებაა ეს თავის გამოჩენა და ლაიკებისთვის დაწერილი სტატიები, რას ქვია "ვეტენებით" არავის არ ვეტენებით ბოდიში მოიხადე უხამს ლექსიკაზე საქართველობოლო ადგილზე არ გასულა აქედან დავიწყოთ და ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთესი შედეგიც აჩვენა და + პრიზი აიღო,ვინმეს ეპარება სოფოს და ნოდიკოს ნიჭში ეჭვი?რას ქვია ტინგიცი ვის რათ უნდა ტინგიცი რაც არ უნდა პოლიტიკური იყოს ცუდს და კარგს ყველგან არჩევენ და არ არი აუცილებელი სატანური და ჯოჯოხეთური კოსტუმები და ქალურ ხმაზე წივილი ,უბრალოდ ქართველები დავეჩვიეთ სხვაზე ცუდის ლაპარაკს ამ დროს მასზე უკეთესი თუ შეგიძლია არ აკეთებ, გასაგებია უკეთესი დადგმა შეიძლებოდა მაგრამ შეგახსენებ ფინალური კონკურსი სანახაობის მხრივ იყო დალაგებული გამომსვლელთა ნომრები და საქართველო თითქმის ბოლო იყო, ასე რომ თუ რამე შეგიძლია თავად დადგი მომავალ ევროვიზიაზე და ჩვენც ვიამაყებთ შენით...
14:32 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
სოფო ზალიან ყალბი ოყო...არ ვარ საქრტველოსი და არც მიყურებია მხოლოდ ყოუტუბეზე ვნახე და ეგრევე დავწერე რომ ეს არაა გულიდან ამოსული სიმგერა ტქო...მერე გავიგე რომ ჟიურისაც იგივე პრეტენზია ჰქონია...და ვერ გავიგე რატომ პარჭყავენ ხელებს ქარტველი მომგერალი გოგოები...
14:18 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
აა
და კიდევ დღევანდელ პრიველიარხის დილის გადაცემას უყურეთ და მერე გააკეთეთ კომენატრები ნოდიკო და სოფო მშვნივარათ ამობენ რომ მე–15ადგილზე გავიდნენ და წუხან ამაზე . ავტორს ვეტყვი ასვე თუ უკეთესი შოუს გაკეთება შუძლია გაკეთოს და შიდა სესარჩევზე მიიღოს მონაწილეობა ... მე ვამაყობ საქართვლოს წლევანდელი გამოსვლით ევროვიზიაზე. :)))
14:04 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
აა
სტატიის ავტორს ვეტყვი რომ თუ ჟურნალისტია დასკვენბის გაკეთების უფლება არ აქვს მითუმეტეს უსაფუძვლო დაკსვნების. რაც შეეხება ევროვიზიას კონკურსი პოლიტიკურია და ეს ყველამ იცის და არა ამ სტიის ავტორ,ა თქვა პირველად. :D ხოლო ის რომ წელს ჩვენ მინიმუმ მე–10 აგილი გვეკუთნოდა ეს ყველა დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა და პოლიტიკა თუ არ გვივარგა ეს აც საზოგადოებრივი მაუწყებლის და არც სოფოს ან ნოდიკოს ბრალია.
14:02 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა დაიწეროს სტატია.თავში რაც მოგივა ყველაფერი არ უნდა გადაიტანო ქაღალდზე,ჯერ კარგად გაერკვიე ყველაფერში სანამ ანალიზს გააკეთებ.დილეტანტურ და სუბიექტურ მსჯელობას არასდროს მოყვება მართებული დასკვნები.
13:50 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
mari
მომავალ წელს რომ არავინ გაუშვან და ის ფული სხვა რამეს მოახმორონ არ შეიძლება? და საერთოდ რა საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებელი ვინმე უყურებს საერთოდ ამ ტელევიზიას? ხალხს ოპერაციის ფულს ამადლის სახელმწიფო და რამდენ უაზრო კულტურულ პროექტში და უნიჭო რამეებში ხარჯავს ფულს ამას ბოლო როდის უნდა მოეღოს?
13:20 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
*********
ეს კრიტიკული სტატიაააა?, ავტორი რატომ ილანძღება ვერ გავიგე:)))) ამ სტატიას ჯანსაღ კრიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ავტორის ნათესავს უნდოდა კონკურში მონაწილეობის მიღება და ვერ მიიღო:)) ცოტა დახვეწილი ლექსიკაც არ აწყენდა ჟურნალისტს. პ.ს ტინგიცი, ლესბ-შოუ, რაც აღქმა ის სტატია
13:08 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS