20 მაისი, 2013
„ევროვიზია“ - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი. ორშაბათს გამთენიისას „ევროვიზიის“ ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, „ევროვიზიის“ რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და „ელდრაინს“ საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების „ბედნიერება“ ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.

ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ირმა
ამ სტატიის შინარს,სათაური სჯობდა.
20:03 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
მანანა ნოდიკომ და სოფომ მართლაც ღირსეულად იმღერეს მაგრამ ხომ არ ჯობია შენ წერა ისწავლო
19:59 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
^_^
ცალ-ცალკე ორივე კარგი მომღერალია და განსაკუთრებით როცა ქართულ სიმღერას მღერიან. დუეტი ვერ შედგა, ხმებიც არ ეწყობოდა კარგად. არც დადგმა იყოს რამე შთამბეჭდავი. არ გამოსდით ამ ქართველებს ინგლისურად სიმღერა რაც გენეტიკურად მოგდევს ის უნდა აკეთო და შესაბამისად კარგიც გამოვა.
18:34 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
მე კი ვფირობ რომ ნოდიკო და სოფო ყველაზე ზლიერები იყვნენ იქ ვისაც კი მოვუსმინეთ,იმისი წერა აქ რომ არცისე მაგარი მომღერლები არიან ეს უზნეობაა.ორივე მაღალი კლასის მომღერალია და რაც მომრერალს ევალებოდა ის უმაგრესად შეასრულეს.რაც სეეხება აზერბაიჯანს ცნობილი გახდა როგორ ყიდულობდნენ ტითო ხმას 20 ევროდ,არსებობს ვიდეომასალა ამის დამამტკიცებელი,რა ვნათ ეხლა თუ ივანიშვილი არ ყიდულობს ხმებს და ასე ვვარდებით სულ? ივანიშვილზე გამახსენდა,ხმების ყიდვა კი არა ხალხი დაასაქმოს და ცირკად ნუ გადააქცია მისი პოლიტიკური შურისძიებით ქვეყანა.
17:06 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ამ ბუგალტერმა ჯურნალისტებმა ლამის კველაპერი აკრდზალონ ტავიანტი გესლიანი სტატიებიტ,რომლებსჰიც უსიკვარულობაა.სულიერი საზრდო რომ გვინდა ეს არ ესმიტ. ტუ ვერ ვიმარჯვებტ.ე.ი რა. არ ვიმგეროტ.???.სიმგერის დანისჰნულება ტუ ესმიტ საერტოდ???რისტვის მგერის ადამიანი???-ჯილდოს მოლოდინსჰია??? მერე რა,რომ ვერ გაიმარჯვეს. გირსეულად ეცვატ და იმგერეს კიდეც.სტატიაა გასაოცარი-ევროსტატიებს მოუგებსამ ბუგალტერმა ჯურნალისტებმა ლამის კველაპერი აკრდზალონ ტავიანტი გესლიანი სტატიებიტ,რომლებსჰიც უსიკვარულობაა.სულიერი საზრდო რომ გვინდა ეს არ ესმიტ. ტუ ვერ ვიმარჯვებტ.ე.ი რა. არ ვიმგეროტ.???.სიმგერის დანისჰნულება ტუ ესმიტ საერტოდ???რისტვის მგერის ადამიანი???-ჯილდოს მოლოდინსჰია??? მერე რა,რომ ვერ გაიმარჯვეს. გირსეულად ეცვატ და იმგერეს კიდეც.სტატიაა გასაოცარი-ევროსტატიებს მოუგებს.
17:03 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
...
თუ მხოლოდ პოლიტიკური კონკურსია, საბავშვო ევროვიზიაზეც ხო უნდა ვრცელდებოდეს. 2-ჯერ მოვიგეთ და ხუთეულებშიც შევდივართ. რით ვერ გაიგეს რომ ეს ტრაგიკული სახეები და ხელების პარჭყვა არავის არ უნდა. უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებს მხიარული, მელოდიური და ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერა... შემფასებელი არის ჩვეულებრივი მსმენელი და არა პროფესიონალები, რომლებიც ყველა ნოტს უკირკიტებენ...
16:55 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
საშინელება იყო,მომეჩვენა თუ რა იყო ძალიან ყვიროდნენ უფრო ვიდრე მღეროდნენ.ან რა ჩაცმულები იყვნენ.არ შეეფერებიან ეგენი ევროვიზიას, მაგათ უნდა იმყერონ ფილარმონიაში, კონსერვატორრის დარბაზში.ვეღარ გაიგეს ორგანიზატორებმა რა სტილის შოუ და სიმღერაა საჭირო ევროვიზიისთვის?
15:53 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ოლიკო
საინტერესოა რა უჯდება საქართველოს ევროვიზიაზე გასვლა წლების მიხედვით,რა თქმა უნდა წლევანდელი მონაწილეები მოიკოჭლებდნენ,ისევ ანრის ეცადა ბედი ის სჯობს ან სხვას.....
15:46 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
K-O-L-X-I
ზოგადად სტატიის პათოს ვეთანხმები, მაგრამ ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ვინმეს "ვეტენებით" და რადგან, საპრიზო ადგილები ვერ დავიკავეთ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ მონაწილეობაზე. ამ პრინციპით, ჯერ ვერაფერი შედეგი გვაქვს ევროტურნირებზე ფეხბურთში, და რაო საერთოდ არ მივიღოთ მონაწიელობა?!!!
15:31 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ჩემი აზრით ძალიან მიკერძოებული სტატიაა. საერთოდ ჟურნალისტიკა საკმაოდ რთული პროფესიაა ბევრი ფაქტორების გამო, თუმცა ალბათ ყველაზე ძნელი სწორედ იმ შუალედის დაჭერაა რომ შეძლო ობიექტურის სუბიექტურისაგან განსვხავება. ეს ჟურნალისტი ეტყობა ასეთ შუალედს ვერ იჭერს, როგორც ზოგადად ქართული მედია გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. მეორეც, კი თავისმხრივ არის ეს კონკურსი პოლიტიკური, მაგრამ არც იმდენად, რომ მაპი და რომელიმე პოლიტიკური პარტიის ცხრაწლიანი მმართველობა ჩააკვეხონ აქ. ეგ სულ სხვა თემაა და საკითხების არევა ძალიან არასწორია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, რომ ყველაფრის მიუხედავად, თუკი ხმების გადანაწილებას გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვითაც აქვს ადგილი, და წინა კონკურსებიც ამის მაგალითია, მაშინ მეზობლებისგან მაინც უნდა მიგვეღო გაცილებით მეტი ხმა. ასე არ მოხდა და თვლიან, რომ ეს წინა დღეს ჩატარებულმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულმა აქციამ გამოიწვია. ბევრი უცხოური არხი აშუქებდა აქციის მსვლელობას და შეხლა-შემოხლას. შესაძლოა მართლა ამანაც გაუწია ანტიკამპანია და უკმაყოფილო, სხვა ქვეყნის ლიბერალ მოსახლეობას აღარ გაუჩნდა ხმის მიცემის რაიმე სურვილი.
15:18 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS