20 მაისი, 2013
„ევროვიზია“ - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი. ორშაბათს გამთენიისას „ევროვიზიის“ ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, „ევროვიზიის“ რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და „ელდრაინს“ საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების „ბედნიერება“ ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.

ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ლელუკა
მართალია, ძალიან უღიმღმო სანახაობა იყო დადგმული. ლაშა ონიანი სადაც კი გაერია, ყველგან უგემოვნებობის ფეიერვერკი ხდებოდა. რა გაგვიხდა ქართველებს ერთი კარგი ფანტაზიის მქონე რეჟისორი! P.S. ეს ის ლაშაა "რივრედენსის" პატენტი, რომ შემოგვატენა და მაგარ სანახაობას,რომ გვპირდებოდა! უამრავი ფული გადავიხადე ბილეთში და კინაღამ გადავირიე, ისეთი მოტყუებული და შეურაცყოფილი დავრჩი!. აი ლინკი: http://www.myvideo.ge/?video_id=645740. ამის მერე კიდევ,როგორ ენდნენ.ან კიდევ შარშანდელი ჯოხაძის სასაცილო დადგმის მერე... რას ერჩით სოფოს და ნოდიკოს, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს, თანაც მშვენივრად.
04:14 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
როგორ მოახერხეს ნეტა ამ ორი უგიმგამო და სევდიანი სახის მომღერლის შერჩევა, სიმღერა ხო საერთოდ დარდით და ვარამით სავსე, რას ელოდით ნეტა.
01:55 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
სამარცხვინო სტატია...
01:26 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
როგორ დავიჯერო რომ ვერ ხვდებიან,ან რა კაბებს აცმევენ,ან რა გაფორმება აქვთ,ტუ მხიარული სიმღერა არ იმღერეს არ მოსწონთ,უფრო მუსიკალური სიმღერა უნდა იყოს,სოფო ჯეოსტარზე რომ მღეროდა მაშინ უფრო კარგი ტანსაცმელი ეცვა,მხიარული,ენერგიული და მუსიკალური სიმღერა უნდა შეურჩიონ
00:52 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მატუსა
უნდა ჩატაარებულიყო შიდა კონკურსიი,ვინც საუკეტესო იქნებოდა ის წასულიყო,არც ისეთი გამამოსვლა გვქონდა რომ 10 მოვხვედრილიყავით
00:16 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სკარამანგა
მე პირადად შემრცხვა ესეთი სტილის სიმრერის ადგილი იქ არ იყო :D დანიამ როგორ მოიგო სისულელე იყო მაგრამ ქართველების სიმღერა ნამდვილად არ ვარგოდა :))
22:36 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სოფოსა და ნოდიკოს საწინააღმდეგო არაპერი მაქვს, მაგრამ მინდოდა რატი და მაკა გაეგზავნათ
20:43 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
ძალიან კარგი სიმღერა გვქონდს და სოფო.და ნოდიკოც ძალუან კარგები იყვნენ, მაგრამ დადგმა მართლან ტუ ...... იყოოოო, ან ის რა გადაწოლა იყო, ან ხელი რო ჩაკიდეს მაღლა ერთმანეთს არც ეგ იყო ბუნებრივი.... ძალიან ცუდი სანახავი იყო. ისე სიღერით ყველას ვჯობდით
20:34 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაკო-ს
შენ თვითონ ქაჯო, ცოტა ტვინი გაანძრიე ხოლმე ხანდახან იქნებ გეშველოს რამე
20:16 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კეხიანი
თურქებმა მიხვდენ ამ კონკურსში მონაწილეობა სისულელე რომ არის და ჩვენ რა გვჭირს?დავიჯერო უფრო მდიდარია ჩვენი ქვეყანა?
20:15 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS