20 მაისი, 2013
„ევროვიზია“ - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი. ორშაბათს გამთენიისას „ევროვიზიის“ ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, „ევროვიზიის“ რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და „ელდრაინს“ საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების „ბედნიერება“ ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.

ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ქეთი
zaliaნ kargebic iyvnene.es iyo politika.aravis ar gaxsenebia saqartvelო 2 qveynis garda.saqartvelo aravis chirdeba daamtkica evropam.nodiko da sofo politikas ver moagvarebs.
14:25 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
უბრალოდ
ჩვენ კი ვეტენებით ამ ევროპას, მარა ვუნდივართ კი ევროპაში ვინმეს? ვიზასაც არ გაძლევენ რომ ელემენტარულად ჩახვიდე და სხვა ქვეყანა ნახო, ჩვენ კი არიქა ევროპაა და ყველაფერი ცუდი მათგან უნდა გადმოვიღოთ, იმიტომ რომ ის ცუდი კარგი გვგონია რახან ევროპაში ხდება. არ მინდა ზმაო არც ევროპა და არც ამერიკა. მიდით აბა ვიზა მოგცენ და წადით თუ გაგიშვებენ, ჩემი ფეხები. დაანებეთ ამ მომღერლებსაც თავი, ტყუილად აპაზორებთ და ეგაა. ნურც მაგ ფულს დახარჯავთ . აქ მოუწყვეთ კონცერტები ხალხი მაინც გაერტობა და გულს გადააყოლებს. თორემ ამ გეი პარადის ამარა ნუ დაგვტოვებტ იმათ ვისაც კაცების უკანანალები არ გვიყვარს
14:22 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
კრიტიკა ყველას გვეხერხება...მე მომეწონა ძალიან:)
13:57 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო
ინგლისის და ესპანეთის წარმომადგენლებმა საქართველოზე უარესი შედეგი მიიღეს, არც გერმანია ბრწყინავდა წელს.ასე რომ, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ეს თავის გამართლებაა.ესტონეთში სძულთ რუსები, მაგრამ ევროვიზიაზე 12 ქულას აძლევენ. მთვარია, სანახაობა იყოს და ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერა. წელს ჩვენი სიმღერა ამ კომკურსისთვის არ ვარგოდა. ინიანის დადგმამ არც შარშან გაამართლა.ევრივიზია არც ისე ხელწამოსაკრავი კონკურსია,.ბოლოს და ბოლოს სელიან დიონი და აბბა აქედან გახდნენ ცნობილნი, ხოლო კლასიკად ცბონილი იტალიური "ვოლარე". სწორედ ევრივიზიიდან გაიცნო ევროპამ!
13:29 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
აი ძალიან დიდი ფული სოფოზე იყო დახარჯული, 8 თვიანი ტურნე ევროპაში... მერე თანხები გამოყოფილი ზარებზე.... მარა 9 ადგილზე მეტი მაინც ვერ მივიღეთ. ასე, რომ 15 ადგილი, როცა არანაირი მხარდაჭერა არა გაქვს, მაინც კარგია, თუმცაღა ვეთანხმები ავტორს, რომ ეს კონკურსი არის უნიჭობის გამოვლენა და ნამდვილად არ უნდა ვანიჭებდეთ ამხელა მნიშვნელობას. რაც შეეხება მომღერლებს, ძალიან კარგები არიან. რაც შეეხება შოუს, მე მაგისთვის შესაფერისი ერთადერთი ანრის ნომერი მეგონა, მარა, მანდაც პოლიტიკა იყო თუ მკითხავთ. რუსი ბაბუშკები გაუშვეს, საქართველო კი უბრალოდ დაბლოკეს....
13:20 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
დადგმაზე ისაუბრეთ რამდენიც გინდათ, მომღერლების ნიჭს ნუ ეხებით და განასხვავეთ!!!
12:47 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ვისაც რცხვენია ქართველობის და იმის გამო რომ ოკუპანტი რუსეთისხელა დათვი არ ვართ მიბრძანდით სხვადასხვა ქვეყნებში მოახლეებად და ნუ გამოგზავნით ნურცერთ სმს საქართველოსთვის და თქვენს ჯჯინაზე საქართველოკიდევ ბევრჯერ მიიგებს მონაწილეობას ევროვიზიაზე !!!!!!!!!!
12:43 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
იტალიელებმა ტიტანიკზე მკოფებს სჰეადარეს..ქორეოგრაფია არ ვარგოდა..ხელებს სად ისჰვერდნენ ავტომატებივიტ ვერ გაიგებდი..ევროპას ბედნიერი სახეების კურება უკვარს..
12:10 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მახო
რას ჩამოეკიდეთ ამ ინგლისურს ან ქართულად იმღერეთ ან დაანებეთ თავი ევროვიზიას,თქვენც დაისვენებთ და ისინიც.
11:49 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათ
ნოდიკოს საერთოდ რა ეცვა, კომუნისტივით იყო, მართლა არ შეიძლება ასე, კლასიკურად შენს ქორცილში გეცვას და სცენაზე ცოტა სცენას რომ უხდება და ითხოვს ისე უნდაჩაიცვა, არც სოფოს კაბა იყო გადამრიე რავციი რავიცი, ვიზუალიც ხო მთავარია კარგად სიმღერასთან ერთად
10:15 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS