20 მაისი, 2013
„ევროვიზია“ - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი. ორშაბათს გამთენიისას „ევროვიზიის“ ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, „ევროვიზიის“ რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და „ელდრაინს“ საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების „ბედნიერება“ ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.

ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
სოფი
სისულელეა იმის ძახილი რომ აქ მომღერლები არიან დამნაშავენი ევროვიზიის ფინალს წინ უძღოდა მთელი რიგი მოვლენებისა მთელმა მსოფლიომ იხილა ძალადობისა და ცემა-ტყეპის ფაქტები ასეთი მოვლენები ყველაფერზე ახდენს გავლენას,მთელმა მსოფლიომ იცის რასაც წარმოვადგენთ და ვინაიდან ამ პროექტს უყურებს მთელი ევროპა ისიც ზედმეტი იყო რამდენი ქულაც მოგვცეს,ვინც არ უნდა გაგვეგზავნა და რაც არ უნდა ემღერათ უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით
08:57 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
2013
საკმაოდ სუსტი სტატიაა :)) ერთი-ორი სიმართლე ერია, ისიც დამახინჯებული ფორმით. მაგრამ სუბიექტის აზრია და უფლება აქვს რამდენი დროც უნდა იმდენი კარგოს წერაში, რომლის კითხვაში წუთს თუ დაკარგავ და გაიგებ კიდევ ერთი არააადეკვატური ადანიანის პოზიციას.
21:18 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ეს ბავშვები კი არ იყვნენ ცუდები, არამედ კაცმა არ იცის რა გვინდა. აზერბაიჯანმა მართლა თავო მოაწონა ყველას, ძალიან ლამაზი შოუ დადგეს! ჩვენ კი, სომხებს,ახერბაიჯანს და რუსეთს რომ არ მოეცათ ხმა, ალბათ ბოლო ადგილზე ვიქნებოდით!!! კაბა იყო მართლაც ულამაზო, რეჟისურა უარესი და რა ექნათ ამ ბავშვებს? რაც შეეძლოთ გააკეთეს! ისე, თუ იმას ვისწავლით რა უნდა გავაკეთოთ, ის ჯობია იმის ძახილს, რომ მაგრები ვართ! როდესაც ვინმე კარგად გამოდიოდა, რეაქციითაც იგრძნობოდა, ჩვენების საცოდაობით კი გული დამეტანჯა! რა უბედურებაა ეს? ჯერ იყო და მთელი ევროპა ვაცინეთ, ვითაც ქართველ-"გერმანელი" მაიმახი რომ გამოვიდა, ახლაც ყურებში მესმის კომენტატორების გესლიანი ქილიკი მის კაბაზე, თუ "სიმღერაზე". რაღა გვჭირს, ბოლოს და ბოლოს გამოვტოვოთ ეს სამარცხვინო კონკურსი, რომელაც თვითონ ევროპელებივე ეძახიან პოლიტიკურს
19:59 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტემოს
ესტონეთში სძულთ რუსები, მაგრამ ევროვიზიაზე 12 ქულას აძლევენ. ახლა როგორ გკადრო და განა იმდეანდ იოგნრონატი ხარ არ იცი რომ ესტონეტიდან რუსებს რუსები აზლევენ ხმას და არა ესტონელები, ისევე როგორც საქრტველოდან სომხეტს სომხები, ამას განა ფილოსფია უნდა ტავად რო მიხვდე? ახლა რაც სეეხება სოფოს კაბას, ვერ გავიგე პატარზალი იყო საქონრწინო კაბაში რომ გამოაწყვეს? ფუ ეს ავტო რა გოიმი ყოფილა
18:08 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
ნეტა რა წაჭამეთ ტვინი ამდენი ვიშვიშიტ? 5 წ გამოდიხარტ და მოგინდატ 1 ადგილი დედი ტქვენისამ ახლა მოგარტმევენ! ჰოლანდია 50 წლზე მეტია გამოდის და 10ში კი არა იმის იქიტ რჩება ხოლმე, და ახლა ანუკ მა, კი იციტ ცნობილი მომღერალია 9 ადგილი რომ დაიკავა მტელი ჰოლანდია სიხარულიტ გადაირია რომ არ გავადრნენ ან ბოლო ადგილი არ დაიკავეს, და ტავად ანუკიც ზალინა გახარებული დაბრუნდა! მარა ტქვენ მყევხარტ ახლა დიდი ვინმეები და აუცილებლად მსოფლიო აალაპარკოტ ტქვენი ნიჭით, ანუ, ვერ მოგარტვეს! დასჯერდიტ რაც გაქვტ და მადლობელი იყავიტ 10ში ტუ სეხვედიტ და ნუ წაწამეტ ტვინი ! აი ასე!
18:03 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმმ
ამას ეძახით ღირსებას,ამიტომ არის ჩვენი საქმე წასული, მაშინ ჩავთვალოთ რომ უბრალოდ მონაწილეობა მიიღეს და არ არის საჭირო განხილვები
17:42 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმმ
რა გჭირთ მართლა, რით ვერ გავიგეთ რომ გოიმები ვართ, ხმა რა შუაშია უბრალოდ ჩაცმა და სცენაზე დგომა არ ვიცით რა ადგილებზე გაქვთ პრეტენზია.ამ უბანძეს კონკურსში არავის რომ არ დაამახსოვრდები,თან არასდროს ჭკუა უნდა გეყოს და შეეშვა
17:39 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ცოდონი ვართ ქართველები ხალხნოოო სასაცილოდ რო ვიხდიტ თავებს..ნოდიკოს და სოფოს კი ნუ ლანძღავთ და აკრიტიკებთ ის იდიოტური დადგმა რო შემოგვთავაზა უნიჭიერესმა ვითომდა რეჟისორმა ეგააა სამარცხვინო..
17:29 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
რას ილანძრებით,მშჰვენიერი გამოსვლა ქონდათ,რა სხვები უკეთესები იყვნენ,უბრალოდ ხმის მიცემაზე არავინ არ პიქრობს ჩვენი ქვეყნისთვის,არც საზღვარგარეთ მყოპი ქართველობა,რათქმაუნდა ყველას არ ეხება არ იცუხებს თავს
17:15 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კარგით რა საერთოდ რომელი გვყავს საევროვეზიე მომღერალი? საერთოდ მრცხვენია ასეთებს რომ უშვებენ საქართველოს სახელით. ფულზე არაა ხალხო პრესტიჟის საკითხია. დაგვცინიან სერიოზულად.
16:04 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS