20 მაისი, 2013
„ევროვიზია“ - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი. ორშაბათს გამთენიისას „ევროვიზიის“ ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, „ევროვიზიის“ რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და „ელდრაინს“ საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების „ბედნიერება“ ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.

ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
თეონა
ნოდიკო და სოფო, ძალიან მაგრები ხართ. მიყვარხართ, მაგრად მგერით და რაც მთავარია უყვარხართ სრულიად საქართელოს. ეუროვისიაზე თქვენი გამოსვლა ნამდვილად საამაყო იყო ჩვენთვის და ამ სტატიის დამწერისთვის თუ არ იყო ასე, წეროს და ოჯახის წევრებს უკითხოს. წარმატებებს გისურვებთ ორვიეს და ღმერთის მფარველობას, რომ ესეთი გამოხტომები აიტანოთ, როგორიც ეს სტატიაა :) მივყარხარ.
01:13 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თინი
ამ სტატიის დამწერს სერიოზული პრობლემები აქვს, ან გასათხოვარია ან უპრიანი იქნება თუ ვიტყვით გაუთხოვარი. :)) ჟურნალისტი ასეთი დაბოღმილის პოზიციიდან წერდეს არ არის მართალი, თან ყველაზე მეტად იმან გამაოგნა რომ რას ერჩოდა წლევანდელ ევროვიზიას ვერ მივხვდი, ნოდიკომ და სოფომ რაც ქნეს და როგორი ღირსეულებიც იყვნენ და სრულყოფილებიც, ეგეთები მე ძალიან ცოტანი მახსენდება საქართველოდან რომელიმე კონკურსზე. წელს განსაკუთრებით ვიამაყე ქართველების გამოსვლით ევროვიზიაზე. ფინალშიც დამსახურებულად გადავედით და კიდევ ხუთეულშიც გარანტირებულად მოხვდებოდა საქართველო რომ არა ის სამარცხვინო 17 მაისის აქცია. ეს ჩემი აზრია და არა მარტო. წარმატებები ორივე შესანიშნავ მომღერალს. უბრალოდ საწყენი ერთია რომ ამ ქვეყანაში კარგსაც კი ცუდად ხედავენ და ცუდს ხომ საერთოდ.
16:07 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ვერ გავიგე ჩვენი მონაწილეებიდან არც ერთი არ იყო დიდი ტალატით დაჯილდოებულიო! ეს რას ნიშნავს სოფო ხალვაში,სოფო ნიჟარაძე შენ თუ არც ნოდოს და სოფოს აფასებ კარგად ყოფილა შენი საქმე!
10:00 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ნოდიკო და სოფო მართლაც არაჩვეულებრივები იყვნენ, ცრემლები მომადგა რომ მღეროდნენ, ისეტი შეკრულები და გამართულები იყვნენ სცენაზე. ღმერთმა გაგახაროთ, ღმეთმა გაგაძლიეროთ და თქვენი რა ბრალია რომ საქართველოში გიწევთ მოღვაწეობა, თქვენ რომ სადმე განვითარებულ ქვეყანაში იყოთ ასეთი დონის მომღერლები მერე გენახათ თქვენ. საამაყოები ხართ, ღმეთმა სულ გამარჯვებით გატაროთ,თქვენ ჩვენთვის ისედაც გამარჯვებულები ხართ, ყველამ კარგად ვიცით რის გამოც არ მოგვცა ევროპამ წელს ქულები. ნოდიკო და სოფო იცოცხლეთ და იხარეთ.
02:42 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თათუკა
რატომ მიდიან ასეთ არაპრესტიჟულ კონკურსებზე???და მერე ათას მიზეზს იგონებენ თავის გასამართლებლად.მსგავსი კონკურსი მესიჯებზეა დამოკიდებული და ეგ ქართველებს ძალიან გვეზარება:)17 მაისი კიდევ არაფერ შუაშია..ალოგიკურად ნუ აზროვნებთ!
11:44 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
კველაქფერი გააკეტეს გამარჯვებისატვის
10:23 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ლალი, ყველაფრის 17 მაისის აქციაზე დაბრალება სასაცილოა. ომალოში ერთ-ერთ მცხოვრებს ძროხა გაუბერწდა ესეც 17 მაისს მომხდარ ამბებს დავაბრალოთ?:))))))
18:08 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
სოფო და ნოდიკო ღირსეულები არიან, მე ვამაყობ მათით. ის 17 მაისის აქცია რომ არ მომხდარიყო დარწმუნებული ვარ სამეულში აუცილებლად ვიქნებოდით. სტატიები 17 მაისის სამარცხვინო ფაქტზე რომ წერონ უკეტესი იქნებოდა. მაგრამ მაგას გამბედაობა ჭირდება.
16:06 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ჟურნალისტს ვერ დავეთანხმები ბევრს რამეშ, საერთოდ ნაკლებად გავს ეს „რაღაცა“ პროფესიონალის დაწერილ ან სტატიას ან რეცენზიას,კრიტიკას. ეს უფრო გრძელენიანი, თავხედი, უფრო გოგოს დაწერილს გავს, რომელმაც გესლი ანთხია. წელს ისეთი ამაყი იყო ქართველი ერი როგორც არასდროს, ასეთი ორი უიკალური ნიჭის მომღერალი გვყავდა, შესანიშნავი სიმღერით და დადგმაზე რომ საუბრობს ეს გოგო, ლოტივით არ მიყურებიან და ამას ვერც მიხვდები გვერდში 8 ლარიანო „ჟურნალისტო“ :)სანამ არ გვეყოლება პროფესინალი მუსიკალური კრიტიკოსები და ცესიერი ჟურნალისტები ასეთ ნაჟღაპნს შემოგვტენიან ხოლმე თვალებში წასაკითხათ.
16:03 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კირა
საერთოდაც რა აუცილებელია ამ არაობიექტურ კონკურსში მონაწილეობა? იქ ხომ არასოდეს ნიჭი არ ფასდება.ჩემის აზრით პროფესიონალები არ Uნდა იღებდნენ მონაწილეობას. რაღაც ჟეოსტარის ან საქართველოს ვარსკვლავის ტიპის კონკურსი უნდა ჩატერდეს და იქ გამარჯვებული გაემგზავროს ევროვიზიაზე.მისტვის სტიმულის და გამოცდილების მომტანი იქნება,არც გული დაწყდება ქულების გამო.
14:52 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS